ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

მღვიმეები

  /  მღვიმეები

 სათაფლის მღვიმე

სათაფლიის მღვიმე      1925 წელს  პეტრე ჭაბუკიანმა, პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს  აღმოაჩინა. დეკორაციებად წარმოდგენილი სტალაქტიდები, სტალაგმიტები და სტალაგნატები აქ ურთიერთგანსხვავებულ დარბაზებსა და საოცარ პეიზაჟებს ქმნიან: მღვიმეში მუდმივი ტემპერატურა  14 გრადუსია.  სათაფლიის  სახელმწიფო ნაკრძალი აერთიანება კოლხურ ტყეს,  კარსტულ გამოქვაბულსა და დინოზავრის ნაკვალევს
სათაფლიას   სახელწიფო    ნაკრძალის  ინფრასტრუქტურა მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, დინოზავრის  ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობას, საგამოფენო დარბაზს, შუშის პანორამულ გადასახედს, კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს, კეთილმოწყობილ მღვიმესა და მარკირებულ ბილიკებს. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი, კარსტული მღვიმე, კლდის ბილიკი, კოლხური ტყე, პანორამული გადასახედები.
სათაფლიის აღკვეთილი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს,   სადაც აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი.
ვიზიტორთა ცენტრი:  წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ბანოჯა
ოჯახური მოგზაურობისთვის მოხერხებული, მარტივი საფეხმავლო მარშრუტები დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობის, უნიკალური კარსტული მღვიმის, საგამოფენო დარბაზის, რელიქტური კოლხური ტყისა და ველური ფუტკრის საბინადრო გარემოს დათვალიერებისა და  შუშის პანორამული გადასახედიდან იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედის ნახვის საშუალებას იძლევა.
შესვლის ღირებულება:
ბილეთის ფასი შეადგენს 8 ლარს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 18 ლარს. 480163_278436145566483_776289070_n
·         ზრდასრული – 8 ლარი;
·         სტუდენტი და სკოლის მოსწავლე – 4 ლარი;
·         6 წლამდე ასაკის ბავშვები – უფასო.
გიდის მომსახურება ხორციელდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე და შედის ბილეთის ღირებულებაში.
ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში
სამუშაო საათები: 10:00-დან 17:30 საათამდე
სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა

 

პრომეთეს მღვიმე

            ღირშესანიშნაობა: ბარემული ასაკის სქელშრეებრივ კირქვებში გამომუშავებული მღვიმე, ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს. მღვიმის ფართობია 46,6 ჰა. „პრომეთეს მღვიმე“ სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი კორიდორებით ხასიათდება. მაქსიმალური სიგანე 25-30 მ-ია, ჭერის სიმაღლე 20-25 მ, ზოგიერთი დარბაზის სიგრძე 80-100 მ-ს აღწევს. აქ 17 სხვადასხვა ზომის დარბაზია. მღვიმეში არსებული ბილიკის სიგრძე 1,420 მეტრია, ხოლო ჯამური სიგრძე 20,000 მეტრს შეადგენს. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ.
მდებარეობა: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი, 175 მეტრი ზღვის დონიდან.
კოორდინატები: N42 22.623 E42 36.038
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. წყალტუბო. თბილისიდან წყალტუბო დაშორებულია 257 კმ-ით; ხანგრძლივობა – 3 სთ და 30 წთ;
ქ. წყალტუბო – სოფ. ყუმისთავი – პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი –  6,4 კმ, ხანგრძლივობა – 10 წთ.
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. წყალტუბოში ან ქ. ქუთაისში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.
საკონტაქტო ინფორმაცია: იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი: ბეტო მიქაძე ტელ: 577 10 14 17 ელ-ფოსტა: beto.promete@gmail.com
პრომეთეს მღვიმე  სოფ. ყუმისთავის ტერიტორიაზე 1984 წელს მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციის  წევრმა ჯუმბერ ჯიშკარიანმა აღმოაჩინა,   იგი მსოფლიოში უნიკალურ ძეგლად იქნა აღიარებული, რადგან  უდიდესია განზომილებით, გამკვრივების მრავალსახეობით, მიწისქვეშა მდინარეების მნიშვნელობითა და პეიზაჟის მრავალფეროვნებით.   ბუნებრივი არქიტექტური გამოირჩეულ  ,,პრომეთეს’’ მღვიმეში, დეკორაციებად არის  წარმოდგენილი სტალაქტიდები, სტალაგმიტები და სტალაგნატები აქ 16  ურთიერთგანსხვავებული დარბაზია მღვიმეში მუდმივი ტემპერატურა 16 გრადუსია. მღვიმეში შესაძლებელია ნავებით გასეირნება.
ვიზიტორთა ცენტრი:  წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი. პრომეთეს მღვიმის 1 საათიანი მარშრუტი არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის ზღაპრულ დარბაზებს გაივლის და ვიზიტორთა სურვილისამებრ, ქვეითი ან სანაოსნო გზით, მღვიმეში მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე 15 წუთიანი გასეირნებით მთავრდება.

ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11.5 ლარს,   უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 23 ლარს
·    ბავშვებისთვის -5.5ლარს
გიდის მომსახურება პრომეთეს მღვიმეში ხორციელდება ქართულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე და შედის ბილეთის ღირებულებაში.
·    ნავით გასეირნება მღვიმეში – 15 ლარი;
ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში
სამუშაო საათები: 10:00-დან 17:30 საათამდე

 საწურბლიას მღვიმე

საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმეა, რომელშიც  სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.  პროექტის ფარგლებში, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი;  ამბულატორია.
მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ, – აქტიურ და პასიურ ზონად დაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები.
საწურბლიას მღვიმე  პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.  ინფრასტრუქტურული პროექტი
საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით დაფინანსდა.