ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

სპორტი

  /  სპორტი

ა(ა)იპ  ,, წყალტუბოს     მუნიციპალიტეტის    სპორტული    კლუბების   გაერთიანებაში“    ფუნქციონირებს 4 კლუბი  და  9  სექცია,      რომელშიც  გაერთიანებულია   420   სპორტსმენი. წყალტუბოელმა სპორტსმენებმა   2019 წლის იანვიდან  დღემდე   მონაწილეობა მიიღეს    60 -ზე მეტ მნიშვნელოვან ადგილობრივ,რესპუბლიკურ,  საერთაშორისო  ტურნირებსა  და   შეჯიბრებებში., საპრიზო ადგილებზე გავიდა და შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდა  20-მდე სპორტსმენი.

მიმდინარე წელს ტრადიციულად  გაიმართა  წყალტუბოს სპორტის სასახლეში ჩატარდა შალვა ბზიკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში,       დამსახურებული მწვრთნელის გივი თალაკვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი    ტურნირი გაიმართა  მძლეოსნობაში,           დამსახურებული მწვრთნელის, არაერთი წარმატებული წყალტუბოელი სპორტსმენის აღმზრდელის ზურაბ ბადირეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კალათბურთის ტრადიციული ტურნირი,

იაკობ ქაჯაიას  აქვს   საქართველოს ჩემპიონის ტიტული  ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში,  არის    რიოს ოლიმპიური თამაშების მონაწილე,    2019 წელს იაკობ ქაჯაია  გახდა  ევროპის ვიცე ჩემპიონი ბ/რ ჭიდაობაში,  ფინალურ ბრძოლაში იაკობ ქაჯაია (130კგ) თურქ რიზა კაიას შეხვდა და 3:0 დამარცხდა. თურქი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონი მეცხრედ გახდა. ქაჯაია კი ვერცხლის მედალს დაეუფლა.