ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

გვიშტიბის ადმინისტრაციული ერთეულის განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

  წყალტუბოელები სამართლიანად ამაყობენ იმით, რომ სოფელ გვიშტიბში დაიბადა მწერალი და საზოგადო მოღვაწე ოტია იოსელიანი, რომლის პროზაული ნაწარმობები, პიესები, ზღაპრები და ლექსები დიდიხანია გახდა მსოფლიოს ხალხთა კუთვნილება.
  გვიშტიბის ადმინისტრაციული ერთეული აერთიანებს 4 სოფელს: გვიშტიბი, პირველი წყალტუბო, გუბისწყალი, თერნალი, სადაც 2014 წლის აღწერილს მონაცემებით ცხოვრობს – 1249 ადამიანი.
  ადმინისტრაციულ ერთეულში სამი მოქმედი ტაძარია.
  გვიშტიბის ადმინისტრაციულ ერთეულში ბოლო წლების განმავლობაში:
  დასრულდა ბუნებრივი აირის ქსელი მოწყობისა და გაზიფიცირების სამუშაოები;
  განხორციელდა ცენტრალური და შიდა გზების რეაბილიტაციის პროექტები;
  სრული რეაბილიტაციის სამუშაოები ჩაუტარდა საბავშვო ბაღების შენობებს: სოფელ გვიშტიბსა და თერნალში;
  სოფელ გუბისწყალზე მთლიანად იქნა რეაბილიტირებული საჯარო სკოლის შენობა, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი;
  ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდა სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში;
  სოფელ გუბისწყალზე: ბეტონის გზები გაკეთდა გორიკას უბანში, ასევე მოწესრიგდა სოფლის ორივე სასაფლაოსთან მისასვლელი გზები, მოეწყო გარე განათების ქსელი;
  რეაბილიტაციის სამუშაოები ჩაუტარდა გუბისწყლის კლუბის შენობას, გაიხსნა ბიბლიოთეკა;
  პირველ წყალტუბოში გაკეთდა სანიაღვრე არხები , შეკეთდა შიდა გზები, მოწესრიგდა გარე განათების ქსელი;
  სოფელ გვიშტიბში გაკეთდა ძმათა სასაფლაოზე მისასვლელი გზა, გარეგანათება, სანიაღვრე არხები და შიდა გზები, მოეწყო სპორტული მოედანი.
  სოფელ თერნალში მოეწყო გარეგანათების ქსელი მოწესრიგდა სასაფლაოსთან მისასვლელი გზა.
  სოფელ გვიშტიბში დაწყებულია სასმელი წყლის მთავარი მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები შვანგირაძებისა და ომიაძეების უბანში, სასმელი წყლის ქსელის სრულად აღდგენის პროექტი გაგრძელდება და 2021 წელს დასრულდება.