ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში.  იხილეთ ძველი ვერსია

წყალტუბოში ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი გაიხსნა.

წყალტუბოში ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების ცენტრი გაიხსნა
  გახსნის ცერემონიალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების და კომერციალიზაციის დეპარტამენტის უფროსი სალომე ხაჩიაური და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
  ცენტრში ახალგაზრდები დაეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, ჩამოყალიბდება სასწავლო ჯგუფები და მოხდება მათი მომზადება სხვადასხვა გრაფიკულ თუ საოფისე პროგრამებში.
  ინოვაციების ცენტრში შესაძლებელია იქნება როგორც პრეზენტაციების გამართვა, ასევე შეხვედრების ჩატარება სხვადასხვა დაწესებულებისა თუ ცენტრის წარმომადგენლებთან.
  ცენტრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იფუნქციონირებს.