adidas zx flux uk asics trainers nike roshe uk new balance trainers nike huarache uk nike uk adidas gazelle uk new era uk lacoste trainers cheap oakleys uk Nike presto uk converse uk polo ralph lauren uk fila trainers Asics uk nike air max 2017 nike flyknit uk louis vuitton bags uk under armour uk michael kors uk

კინო- ჩვენება წყალტუბოში

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ოჯახის სიწმინდის თემაზე, სტუდია ,,გუთანის” მიერ შექმნილი ფილმის – ,,თავგანწირვის ტაძარი ” – ჩვენება საკონცერტო დარბაზ ,,ივერიაში’’ გაიმართა, რომლის ორგანიზებასაც მხარი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაუჭირა.
ქრისტიანული ოჯახი მუდამ იყო და არის ქართველი ერის სიძლიერის, მისი სულიერების, ქართული ეკლესიის მთავარი საყრდენი ძალა, სწორედ ამიტომ აუცილებელია ამ ეროვნული საუნჯის გაფრთხილება, ყველა ქართველისთვის კიდევ ერთხელ შეხსენება იმისა, რომ საკუთარი ოჯახების მოვლა, ქრისტიანულად ცხოვრება და უანგარო სიყვარული დღეს უკვე დიდი ღვაწლი და თავგანწირვაა”- აღნიშნა ფილმის დაწყებამდე რეჟისორმა ლექსო გელაშვილმა.
ფილმი შეკრებილ საზოგადოებას წარუდგინა საქართველოს ჩოხოსანთა დასის წყალტუბოს სადროშოს ხელმძღვანელმა ბადრი პაპავამ. ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ მირქმის ტაძრის მოძღვარი მამა ლუკიანე, მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე რევაზ მესხი.
ქართული ეროვნული სულისკვეთების გამოსაღვიძებლად შექმნილ ფილმში ასახული იყო ყველა ის საჭირბოროტო თემა, რომელიც საქართველოს ეკლესიის მთავარ ჯებირს -ქართულ ტრადიციულ ოჯახს უკავშირდება, სიყვარული, რომელიც თავის არსით ამაღლებულია, ოჯახის, სამშობლოსა და მოყვასის ერთგულება, შრომისა და სიკეთის უანგაროდ გაცემის თემები, დემოგრაფიული მდგომარეობა – შვილთაკვლის უმძიმესი ცოდვის სიმძიმე და გადარჩენის, სინანულის გზა.
– ,,ფილმზე ორი წელი ვმუშაობდით ოჯახის თემაზე მისი შექმნა თავად პატრიარქმა გვირჩია, უწმინდესის დიდი სურვილია ეს ფილმი ყველა ქართულმა ოჯახმა ნახოს, რათა მომავალმა თაობამ კარგად გაითავისოს თუ რაოდენ ძლიერია ოჯახის როლი ერის ფორმირებასა და თვითმყოფადობისთვის – განაცხადა სტუდია ,,გუთნის” ადმინისტრაციის დირექტორმა ლევან ქართველმა.
ფილმის დამსრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც სასულიერო პირებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობისა და დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ რევაზ მესხმა განაცხადა, რომ უახლოს მომავალში წყალტუბოში ფილმს უფრო ფართო აუდიტორიას წარუდგენენ. ჩვენებაზე მოსულ მაყურებელს დისკებზე ჩაწერილი ფილმი საჩუქრად გადაეცათ.

Categories: სიახლეები

Leave A Reply

Your email address will not be published.

cheap canada goose jackets belstaff outlet parajumpers outlet timberland outlet peuterey jackets uk peuterey jacket canada goose sale uk parajumpers sale belstaff uk peuterey uk duvetica uk canada goose milano duveticapiumini parajumpers outlet segusino woolrich outlet barbour italia canada goose uomo giacca barbour canada goose roma belstaff outlet piumini duvetica canada goose outlet belstaff pelle peuterey saldi barbour giacca canada goose italia belstaff milano barbour uomo parajumpers segusino belstaff uomo canada goose prezzi

Powered by themekiller.com