adidas zx flux uk asics trainers nike roshe uk new balance trainers nike huarache uk nike uk adidas gazelle uk new era uk lacoste trainers cheap oakleys uk Nike presto uk converse uk polo ralph lauren uk fila trainers Asics uk nike air max 2017 nike flyknit uk louis vuitton bags uk under armour uk michael kors uk

პროგრამული ბიუჯეტის განხილვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში პროგრამული ბიუჯეტის შედგენისა და პარამეტრების სწორად განსაზღვრის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც გამგეობის სამსახურების უფროსები, პასუხისმგებელი მუშაკები და ა(ა)ი.პ-ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. – ,,ჩვენ ვცდილობთ მუნიციპალიტეტის საჯარო მოხეელებს გავაცნოთ ის საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც დაეხმარებათ ბიუჯეტის უკეთესად დაგეგმვაში, რაც თავისთავად მოიცავს შედეგზე ორიენტირებულ გათვლებს, რესურსების უფრო ოპტიმალურად განაწილებას ყველა იმ საკითხისა და პრობლემის გადასაწყვეტად, რაც აუცილებელია მუნიციპალიტეტისთვის’’- განაცხადა პროგრამული ბიუჯეტის ექსპერტმა, ფინანსთა ასოციაციის წარმომადგენელმა პაატა გობეგიშვილმა
-,,კიდევ ერთხელ გავეცანით ბიუჯეტის დაგეგმის ახალ პრინციპებს, რომელსაც პროგრამული ბიუჯეტირება ჰქვია, რაც სტანდარტული ბიუჯეტიდან იმით განსხვავდება, რომ დაგეგმის პროცესშივე ხდება შედეგების განსაზღვრა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკასო მაჩვენებლი ხარისხის დამადასტურებელ რაოდენობაზე არ იყოს ორიენტირებული, მთავარია მოსახლეობის კეთილდღეობა, რამდენად აისახება მის შედეგებზე’’’- აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ფატი გაგოშიძემ.
პროგრამული ბიუჯეტზე საქართველოში ყველა მუნიციუპალიტეტი 2013 წლიდან გადავიდა, ეს არის ბიუჯეტის შედგენის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც ნათელს ხდის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს დახარჯულ ფულსა და მიღებულ შედეგებს შორის.

Categories: სიახლეები

Leave A Reply

Your email address will not be published.

Powered by themekiller.com