C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ კვლევის აქცია

28 ივლისს ჰეპატიტთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტმა’’ C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ კვლევის აქცია მოაწყო. გამოკვლევები ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის’’ თანამშრომლებსა და რამდენიმე მჭიდროდ დასახლებული უბნის მოსახლეობას ჩაუტარდა. -,,ჩვენ ჩავატარეთ სკრინინგ კვლევა C ჰეპატიტზე, გამოვლენის შემთხვევაში პაციენტები მომდევნო ეტაპზე გაივლიან უფრო ღრმა კვლევას, რათა ჩაერთონ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს, მთავრობისა და ჯანდაცვის მინისტრის ერთობრივი მონაპოვარია, 2015 წლიდან 2020 წლამდე საქართველოს მოსახლეობამ უნდა დაამარცხოს ეს დაავადება, სასიხარულოა ის ფაქტი, ძვირადღირებული მკურნალობა (80 000 დოლარი) ჩვენს ქვეყანაში უფასოა’’- განაცხადა ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ’’ მმართველმა მარინა ტყეშელაშვილმა, მისივე თქმით, ამ დროისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ჩატარებულია 3000-მდე ასეთი კვლევა

Categories: სიახლეები

Leave A Reply

Your email address will not be published.

Powered by themekiller.com