adidas zx flux uk asics trainers nike roshe uk new balance trainers nike huarache uk nike uk adidas gazelle uk new era uk lacoste trainers cheap oakleys uk Nike presto uk converse uk polo ralph lauren uk fila trainers Asics uk nike air max 2017 nike flyknit uk louis vuitton bags uk under armour uk michael kors uk

ტრენინგები თემაზე – ,,სასტუმროს პრობლემური სიტუაციების მართვა”.

წყალტუბოში, სასტუმრო „პრომეთეს“საკონფერეციო დარბაზში ორ დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ტრენინგები თემაზე – “სასტუმროს პრობლემური სიტუაციების მართვა”. ტრენინგის ორგანიზატორი იყო წყალტუბოს ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტრენინგზე მიწვეული იყო წყალტუბოში არსებული სასტუმროების ადმინისტრაციის თანამშრომლები . პროცესი მიჰყავდა ტრენინგების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელს ნინო მოწყობილს.
„მართლაც დროული და სასარგებლო ინფორმაცია მოგვაწოდეს, გვესაუბრეს ფუნქციების სწორად გადანაწილების მეთოდებზე, კომუნიკაციის ხარვეზების აღმოფხვრაზე, სოციალური ქსელის გამოყენებზე მარკეტინგში და სხვა ბევრი საინტერესო თემა განვიხილეთ,“ – აღნიშნა სასტუმრო “პრომეთეს” დირექტორმა ხათუნა მაღლაკელიძემ.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.
როგორც წყალტუბოს ტურიზნის განვითარების ცენტრის უფროსი – სალომე ქუთათელაძე აცხადებს, მომსახურების დონის ამაღლების მიზნით, მსგავსი ტიპის ტრენინგები კვლავ გაიმართება წყალტუბოში მოქმედი სასტუმროებისთვის. „ უახლოეს პერიოდში იგეგმება სემინარები ადამიანური რესურსების სწორად მართვაზე, უცხო ენების საბაზისო ცოდნის ასამაღლებლად და სხვა ბევრი საინტერესო პრეოქტი გვაქვს წყალტუბოს, როგორ კურორტის პოტენციალის მაქსიმალურად გამოსავლენად.“ – განმარტა სალომე ქუთათელაძემ.

Categories: სიახლეები

Leave A Reply

Your email address will not be published.

Powered by themekiller.com