adidas zx flux uk asics trainers nike roshe uk new balance trainers nike huarache uk nike uk adidas gazelle uk new era uk lacoste trainers cheap oakleys uk Nike presto uk converse uk polo ralph lauren uk fila trainers Asics uk nike air max 2017 nike flyknit uk louis vuitton bags uk under armour uk michael kors uk

სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომის წყალტუბო”-2017

სახალხო დღესასწაულმა ,,შემოდგომის წყალტუბომ” რეგიონალურ ფოლკლორულ ფესტივალს ,, ფუძეობას ” უმასპინძლა. ტრადიციულ ზეიმზე წყალტუბომ როგორც კეთილმა მასპინძელმა ბევრ სტუმარსა და ადგილობრივს გაუზიარა შემოდგომის ხვავი და ბარაქა, აჩვენა ის მიღწევები, რომელიც წლის განმავლობაში დააგროვა. სპეციალურად ამ დღისთვის წყალტუბოში დამეგობრებული ქალაქის სალდუსის დელეგაცია ჩამოვიდა. ქალაქის დღესასწაულზე მობრძანდნენ იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
ამბროსი ხელაიას სახელობის ტაძარში შეკრებილი მრევლი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ და მამა ლუკიანემ დალოცეს, სკოლა ,,ოცნებასთან” პროექტში ,,გააჩუქე სათამაშო” ჩართულ სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები გადასცეს. ლატვიის ოფიციალური დელეგაციის წევრები მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა მიიღო. სტუმრებმა დაათვალიერეს ოტია იოსელიანის სახლი და მარანი, დააგემოვნეს ქართული ღვინო.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში სასტუმრო ,,პლაზასა’’ და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საფესტივალო ქალაქი მოეწყო, საზოგადოების წინაშე გამოვიდნენ საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, ინკლუზიური ცენტრის აღსაზრდელები, წყალტუბოს სახალხო თეატრის მსახიობები, ზეიმში აქტიურად მონაწილეობდნენ ლატვიელი სტუმრები. მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, სტუმრებს იმერულ ფაცხებში ქართული სიმღერებითა და სუფრით ეგებებოდნენ.
ფოლკლორულ კონცერტში ანსამბლი ,,ნადური” , ,,იალონი” და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლები და მხატვრული კოლექტივები მონაწილეობდნენ.
გაიმართა წყალტუბოს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. წელს ეს საპატიო ტიტული 14 წყალტუბოელსა და ერთ უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ცენტრის, პროექტის CHECK IN GEORGIA-ს მხარდაჭერით, ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფის 33ა -ს მონაწილეობით ჩატარდა გრანდიოზული კონცერტი.
დღესასწაულის ,,შემოდგომის წყალტუბოს” აღნიშნვის ტრადიცია 4 წლის წინ განახლდა. ღონისძიებას წელსაც მხარს უჭერდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალი”

Categories: სიახლეები

Leave A Reply

Your email address will not be published.

Powered by themekiller.com