adidas zx flux uk asics trainers nike roshe uk new balance trainers nike huarache uk nike uk adidas gazelle uk new era uk lacoste trainers cheap oakleys uk Nike presto uk converse uk polo ralph lauren uk fila trainers Asics uk nike air max 2017 nike flyknit uk louis vuitton bags uk under armour uk michael kors uk

წყალტუბოს საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვება

წელს სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო2017“ უფრო მასშტაბურად და პომპეზურად აღინიშნა ჩვენს ქალაქში, ვიდრე წინა 3 წლის განმავლობაში. „შემოდგომის წყალტუბოს“ ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა იმერეთის რეგიონალურ ფოლკლორულ ფესტივალს. ფესტივალის ფარგლებში კონცერტში გარდა იმერეთის ფოლკლორული ანსამბლებისა, მონაწილეობდა ლატვიის ფოლკლორული სახალხო ანსამბლი BANDAVA, პროექტის CHEK IN GEORGIA-ს ფარგლებში წყალტუბოს სცენაზე იდგა ნიაზ დიასამიძე და 33ა.
ამ გამორჩეულ დღესასწაულზე განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო წყალტუბოს საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვება, ყველა წყალტუბოელისთვის მნიშვნელოვანი ტიტულის მფლობელთა სიაც წელს ყველაზე წარმომადგენლობითია. (საპატიო მოქალაქის ტიტული მინიჭებისთვის სპეციალურად დგება პატივგების კომისია, სადაც წევრები ირჩევენ საუკეთესოთა შორის საუკეთესოს).
წელს საპატიო მოქალაქეთა სია ასე გამოიყურება:
1. კარლო კალანდაძე – ისტორიკოსი, არქეოლოგი, პროფესორი, აკადემიის დოქტორი, მას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი წყალტუბოს არქეოლოგიური კვლევებში, გამოქვეყნებული აქვს 70 -მდე სამეცნიერო ნაშრომი, დაჯილდოებულია სამთავრობო ჯილდოებითა და ღირსების ორდენით.
2. სულიკო იოსელიანი – კულტურის დარგის დამსახურებულ მუშაკი, წარჩინებულ ქორეოგრაფი, მსახიობი, ხელოვანი, არაერთი თაობის აღმზრდელი, მრავალი რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალის ლაურიატი.
3. დავით ფაჩუაშვილი – დიდი სამამულო ომის ვეტერანი, ინჟინერი.
4. მირზა ქორქაშვილი – წლების განმავლობაში იყო წყალტუბოს რაიონის პირველი პირი, იცავდა ქალაქისა და მისი მცხოვრებლების ინტერესებს, დიდი წვლილი აქვს შეტანილი კურორტის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში.
5. ჯემალ გორდელაძე – რესპუბლიკის დამსახურებულ ექიმი, პერსონალური პენსიონერი. სანატორიუმ “მეშახტეს” მთავარი ექიმი წლების განმავლობაში.
6. ქალბატონ ელადა ქაროსანიძე – დამსახურებულ მედიკოსი, პოეტი.
7 . რამაზ ბაჩო იოსელიანი – ისტორიკოსი, თეოლოგი, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ოტია იოსელიანის საზოგადოების დამფუძნებელი, პედაგოგი და ხელოვნებათმცოდნე.
8. ნანა მირიანაშვილი – სახალხო განათლების შრომის ვეტერანი, ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლის ყოფლი დირექტორი, არაერთი საპატიო სიგელისა დაჯილდოს მფლობელი.
9. იური ტორაძე – ღირსების ორდენის კავალერი, წყალტუბოში ქორეოგრაფიის განვითარების ერთ-ერთი ფუძემდებელი, მრავალი საერთაშორისო ფესტივალების და კონკურსების ლაურეატი, დამსახურებული ქორეოგრაფი.
10. სულიკო ნიქაბაძეს – სპორტის დამსახურებულ მუშაკი, მრავალი წარმატებული სპორტსმენის აღმზრდელი და გზის გამკვალავი, არაერთი საპატიო ჯილდოსა და სიგელის მფლობელი;
11. მურთაზ კანკაძე – საქართველოს ჟურნალისტთა კავშირისა და მწერალთა კავშირის, მეცნიერთა და ხელოვანთა ეროვნული აკადემიის წევრი, კავკასიის ხალხთა მეცნიერებათა აკადემიის წევრ -კორესპონდენტი, სერგეი მესხის სახელობის პრემიისა და ღირსების ორდენის კავალერი, გაზეთ ,, ახალი წყალტუბოს’’ რედაქტორი.
12. ვაჟა თუთისანი – დამსახურებულ ექიმი აფხაზეთიდან, იძულებით გადაადგილებილ პირთა წყალტუბოს პოლიკნილიკის ხელმძღვანელი.
13. ჯეირან ომანაძე – საგზაო მშენებელ ინჟინერი, მუნიციპალიტეტის ორი მოწვევის საკრებულოს წევრი, წარმატებული ბიზნესმენი, ქველმოქმედი.
14. თალიკო კიკალიშვილი – სკოლამდელი განათლების მუშაკი, საქართველოს დამსახურებულ პედაგოგი.
15. ნიკოლაი შევჩუკი – ქალაქ პოლოცკის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, წყალტუბოს საიმედო პარტნიორი და გულშემატკივარი.

Categories: სიახლეები

Leave A Reply

Your email address will not be published.

Powered by themekiller.com