adidas zx flux uk asics trainers nike roshe uk new balance trainers nike huarache uk nike uk adidas gazelle uk new era uk lacoste trainers cheap oakleys uk Nike presto uk converse uk polo ralph lauren uk fila trainers Asics uk nike air max 2017 nike flyknit uk louis vuitton bags uk under armour uk michael kors uk

ქართული ფეხბურთის ლეგენდები წყალტუბოში

წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე თენგიზ სულაქველიძის (2004 წელს დაბადებულ მოზარდებში) და იუზა ლოსაბერიძის (2006 წელს დაბადებულ მოზარდებში) სახელობის იმერეთის ტურნირების ფინალური შეხვედრები გაიმართა ფეხბურთში. ტურნირები წყალტუბოში მიმდინარეობდა და სულ 300 მოზარდი მონაწილეობდა.
აღნიშნული ტურნირების პირველი ეტაპი 3 ნოემბრიდან 7 ნოემბრამდე მიმდინარეობდა, მეორე ეტაპი კი 9 ნოემბერს დაიწო და დღეს – 13 ნოემბერს დასრულდა.
ფინალურ მატჩს ქართული ფეხბურთის ლეგენდებთან ერთად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ესწრებოდა და ტურნირების გამარჯვებულებიც დააჯილდოვა. იუზა ლოსაბერიძის ტურნირის გამარჯვებული წყალტუბოს “სამგურალის” 11 წლის ფეხბურთელები არიან, წყალტუბოელებმა დამატებით დროში, პენლების სერიაში დაამარცხეს სამტრედიის გუნდი, ხოლო თენგიზ სულაქველიძის ტურნირის გამარჯვებულები – სამტრედიის საფეხბურთო კლუბის 2004 წელს დაბადებული მოზარდები გახდნენ.
ტურნირის ორგანიზატორები „სოკარი“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იყო. ტურნირის ჩატარების უშუალო მხარდამჭერი, იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე გახლდათ.
ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა წყალტუბოს იმერეთის მხარის გუბერნატორს და ახლადარჩეულ მერს მადლობა გადაუხადა და მომავალში დიდი ცენტრალური სტადიონის განახლებაზე ეროვნული ლიგების ჩატარებაზეც ისაუბრა.
იუზა ლოსაბერიძის და თენგიზ სულაქველიძის ტურნირებზე პერსონალური დაჯილდოვების ცერემონიაც გაიმართა, გამოვლინდა საუკეთესო, მცველი, საკუკეთესო მეკარე, საუკეთესო ბომბარდირი, საუკეთესო კაპიტანი. ტურნირს ლეგენდარული ფეხბურთელები ოთარ გაბელია, დავით მუჯირი, თენგიზ სულაქველიძე, იუზა ლოსაბერიძე, რევაზ ძოძუაშვილი და სხვა ვეტერანები ესწრებდნენ, პატარა ფეხბურთელებმა ქართული ფეხბურთის სახეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

Categories: სიახლეები

Leave A Reply

Your email address will not be published.

Powered by themekiller.com