adidas zx flux uk asics trainers nike roshe uk new balance trainers nike huarache uk nike uk adidas gazelle uk new era uk lacoste trainers cheap oakleys uk Nike presto uk converse uk polo ralph lauren uk fila trainers Asics uk nike air max 2017 nike flyknit uk louis vuitton bags uk under armour uk michael kors uk

ადგილობრივი თვითმმართველობა დისკუსიაში ერთვება

,,ჩვენი შვილების უსაფრთხოება ჩვენი უპირველესი ინტერესია. დღეს სამინისტროს უმთავრესი საზრუნავია გავაძლიეროთ მუშაობა საიმისოდ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს. ძალისხმევამ მთელი ქვეყანა, უკლებლივ ყველა სკოლა უნდა მოიცვას.
ეს ამოცანა ყველა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, მთლიანად საზოგადოების ყოველდღიურ შრომას, ასევე, საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებას მოითხოვს” – ეს განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დღეს გააკეთა.
ორი დღის წინ, თბილისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება მკვლელობებით დასრულდა. ამ შემთხვევებმა მთელი საზოგადოება აალაპარაკა: ერთი ნაწილი სკოლას ადანაშაულებს, მეორე – ოჯახს, მესამე – გარემო ფაქტორებს, თუმცა ყველა თანხმდება რომ დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.
უკვე დაიწყო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, საუბარია სკოლებში კონტროლის მექანიზმის გამკაცრებაზეც.
დღეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს – მამუკა ჩხეტიანს, შ.ს.ს. წყალტუბოს რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსს – ნუგზარ მიგინეიშვილს და მოადგილეს ზვიად სვანიძეს შეხვდა.
როგორც რესურცენტრის უფროსმა აღნიშნა, საჭიროა ადგილობრივი ხელისუფლების, პოლიციის, სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების კოორდინირებული მუშაობა. „ ჩვენ უნდა მივიდეთ სკოლებში და მოვაწყოთ დისკუსიები – თუ რა არის დანაშაული, რა არის ცივი იარაღი, როგორ ისჯება ძალადობა. ვაწარმოოთ ახსნაგანმარტებითი სამუშაოები ნასამართლეობის სტატუსის შესახებ, მიმდინარეობს მუშობა მანდატურის ინსტიტუტის გაძლიერებაზე და მანდატურების დამატებაზე სკოლებში“, – განაცხადა მამუკა ჩხეტიანმა.
წყალტუბოს მერმა პოლიციის სამმართველოს უფროსისგან ოფშკვითში მომხდარი მკვლელობის დეტალები მოისმინა, მან მოადგილეებთან ზურაბ მაისურაძესთან და ალექსანდრე დადუნაშვილთან ერთად, მზადყოფნა გამოთქვა ჩაერთოს ყველა სახის დისკუსიაში, რომელიც მოზარდებისთვის აგრესიის და ძალადობის წინააღმდეგ ჩატარდება.
რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსმა ნუგზარ მიგინეიშვილმა ამ კუთხით პრევენციის მიზნით, კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა. „ ამ კანონმდებლობით, ერთმა მოზარდმა შესაძლოა 15-ჯერ ჩაიდინოს ქურდობა და პოლიციას აქვს მხოლოდ განრიდების უფლება და განმეორების შემთხვევაში დგება საპროცესო გარიგება. არ გვაქვს უფლება დავკითხოთ არასრულწლოვანი მისი ნებართვის და მშობლის გარეშე (საუბარი ზედმეტია ჩხრეკაზე), საჭიროა გამკაცრდეს კანონი და ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მაქსიმალურად გავაკონტროლოთ არასრულწლოვნების მდგომარეობა სკოლებში,“ – განაცხადა ნუგზარ მიგინეიშვილმა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მხოლოდ ქალაქის საჯარო სკოლებში ფუნქციონირებს მანდატურის სამსახური. არცერთი სოფლის სკოლას მანდატური არ ჰყავს.
პოლიციის უფროსის მოადგილემ ზვიად სვანიძემ აღნიშნა, რომ სტატისტიკურად, მოსწავლის ასაკი გაიზარდა, დანაშაულის ჩამდენი მოზარდების ასაკმა დაიწია, რაც საგანგაშოა.
ხვალიდან წყალტუბოს საგანამათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში, გრძელვადიანი პრევენციული საინფორმაციო დისკუსიები გაიმართება.

Categories: სიახლეები

Leave A Reply

Your email address will not be published.

cheap canada goose jackets belstaff outlet parajumpers outlet timberland outlet peuterey jackets uk peuterey jacket canada goose sale uk parajumpers sale belstaff uk peuterey uk duvetica uk canada goose milano duveticapiumini parajumpers outlet segusino woolrich outlet barbour italia canada goose uomo giacca barbour canada goose roma belstaff outlet piumini duvetica canada goose outlet belstaff pelle peuterey saldi barbour giacca canada goose italia belstaff milano barbour uomo parajumpers segusino belstaff uomo canada goose prezzi

Powered by themekiller.com