adidas zx flux uk asics trainers nike roshe uk new balance trainers nike huarache uk nike uk adidas gazelle uk new era uk lacoste trainers cheap oakleys uk Nike presto uk converse uk polo ralph lauren uk fila trainers Asics uk nike air max 2017 nike flyknit uk louis vuitton bags uk under armour uk michael kors uk

,,გავუფრთხილდეთ ერთმანეთს”- დისკუსია ქალაქის პირველ სკოლაში

წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით ქალაქის N1 საჯარო სკოლაში მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწვალეებისთვის დისკუსია მოეწყო, დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა ქალაქის ხუთი სკოლის და ბანოჯის სკოლის მაღალკლასელები. დისკუსიას უძღვებოდა პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი – ფიქრია გიორხელიძე.
დისკუსიის დაწყებამდე აუდიტორიამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო გარდაცვლილი ბავშვების ხსოვნას და თანადგომა გამოუცხადეს მათ ოჯახებს. მამუკა ჩხეტიანმა სოფელ ოფშკვითში მომხდარი მკვლელობის შესახებ განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა რომ სკოლებში მკაცრდება კონტროლის მექანიზმები.
მოზარდებმა დისკუსიაში თავიანთ უფლებებზე, მოვალეობებზე და პასუხისმგებლობებზე ისაუბრეს. თანატოლების მკვლელობა დაგმეს, თუმცა სასჯელის სიმკაცრეზე ნამდვილი ჯანსაღი დისკუსია შედგა: რამოდენიმე მათგანი დამნაშავის ფსიქოსარეაბილიტაციო დაწესებულებაში გადაყვანის მომხრე გამოვიდა, ზოგმა სასჯელის მაქსიმალური ზომა გააპროტესტა, – ნაწილმა გამოძიების შედეგების დალოდება ამჯობინა.
ბავშვებმა დაასახელეს ის მიზეზებიც რაზეც ბოლო დროს საზოგადოება საუბრობს – გამოიკვეთა ოჯახის, მშობლების, სკოლის ბრალეულობა, საუბარი შედგა ბულინგის, ძალადობის და ქუჩური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე.
დისკუსიაში ჩაერთო წყალტუბოს რაიონული პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლებიც, რომლებმაც ისაუბრეს კონტროლის გაძლიერებაზე, კანონის არსზე და უზენაესობაზე. პედაგოგები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ინტენსიური საუბარი დაბალი კლასებიდან სამოქალაქო განათლებაზე.დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ ბავშვების მიერ სახელდახელოდ დაწერილი ესსეებიც გაგვაცნო.

Categories: სიახლეები

Leave A Reply

Your email address will not be published.

cheap canada goose jackets belstaff outlet parajumpers outlet timberland outlet peuterey jackets uk peuterey jacket canada goose sale uk parajumpers sale belstaff uk peuterey uk duvetica uk canada goose milano duveticapiumini parajumpers outlet segusino woolrich outlet barbour italia canada goose uomo giacca barbour canada goose roma belstaff outlet piumini duvetica canada goose outlet belstaff pelle peuterey saldi barbour giacca canada goose italia belstaff milano barbour uomo parajumpers segusino belstaff uomo canada goose prezzi

Powered by themekiller.com