adidas zx flux uk asics trainers nike roshe uk new balance trainers nike huarache uk nike uk adidas gazelle uk new era uk lacoste trainers cheap oakleys uk Nike presto uk converse uk polo ralph lauren uk fila trainers Asics uk nike air max 2017 nike flyknit uk louis vuitton bags uk under armour uk michael kors uk

ტრენინგი ძალადობის თემაზე

გენდერული თანასწორობის, ოჯახური ჰარმონიის, ძალადობის პრევენციის საკითხებზე დღეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში ფონდ ,,სოხუმის’’ წარმომადგენლებმა ტრენინგი ჩაატარეს, რომელსაც მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.
შეკრებილები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიებში. განიხილეს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობის დაცვის კუთხით, იმსჯელეს ოჯახური ძალადობის მიზეზებსა და შედეგებზე, აღინიშნა, რომ აუცილებელია უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ძალადობის წინააღმდეგ გამართულ საინფორმაციო კამპანიაში და გაჩნდეს უკომპრომისო დამოკიდებულება ძალადობის ყოველგვარი გამოვლინების მიმართ.
ტრენინგის მონაწილეებმა შეიმუშავეს კონკრეტული გეგმები, რომელთა განხორციელება ადგილობრივ დონეზე აუცილებელია ძალადობის პრევენციისთვის, ახალგაზრდობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის, ჯანსაღი ურთიერთობების და გულისხმიერი დამოკიდებულობების ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
– ,,დღეს მეტად აქტუალურია ძალადობის თემა, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავესწროთ ასეთ ტრენინგებს და აქ შეძენილი ცოდნა გამოვიყენოთ ადგილობრივ მოსახლეობისთვის საჭირო ინფორმაციების მიწოდებისას. შევეცდებით კომპეტენციის ფარგლებში ვიზრუნოთ ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და მსხვერპლის დაცვის მიმართულებით’’- აღნიშნა მერის წარმომადგენელმა გვიშტიბის ადმინისტრაციულ ერთეულში ვიოლა ფიოლიამ
– ,,ვფიქრობ დღევანდელი შეხვედრა- დიალოგი შედგა, ვიმსჯელეთ ურთულეს საკითხებზე, რომლებიც ზოგადად ეხება ძალადობას, გამოიკვეთა კონკრეტული წინადადებები, დაისახა გეგმები თუ რა უნდა გაკათდეს ძალადობის პრევენციისთვის, რაც სასიკეთო გავლენას მოახდენს ჩვენს საზოგადოებაზე” – განაცხადა ფონდ ,,სოხუმის’’ წარმომადგენლებმა ლალი შენგელიამ.
ტრენინგის მონაწილეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ თითოეულ ოჯახში მშვიდი და ჰარმონიული ურთიერთობა არის ქვეყანში მშვიდობის და ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტი

Categories: სიახლეები

Leave A Reply

Your email address will not be published.

cheap canada goose jackets belstaff outlet parajumpers outlet timberland outlet peuterey jackets uk peuterey jacket canada goose sale uk parajumpers sale belstaff uk peuterey uk duvetica uk canada goose milano duveticapiumini parajumpers outlet segusino woolrich outlet barbour italia canada goose uomo giacca barbour canada goose roma belstaff outlet piumini duvetica canada goose outlet belstaff pelle peuterey saldi barbour giacca canada goose italia belstaff milano barbour uomo parajumpers segusino belstaff uomo canada goose prezzi

Powered by themekiller.com