მუნიციპალიტეტის ისტორია

                                                                                           

abraa - Copy   წყალტუბო მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 100 მეტრზე, ქალაქ ქუთაისიდან 10 კილომეტრით, ხოლო შავი ზღვის სანაპიროდან 100 კილომეტრითაა დაშორებული. მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება ქალაქი ქუთაისი, დასავლეთით -სამტრედიისა და ხონის, ხოლო სამხრეთით- ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტები. რელიეფის განმსაზღვრელ ფიზიკურ-გეოგრაფიულ ფაქტორს წარმოადგენს ფართო ოვალური ფორმის ჩაღრმავება ქვაბურ მინერალური წყაროების გამოსვლით, რომელიც ყოველი მხრიდან შემოსაზღვრულია მთაგრეხილებით. ძირითადი ფორმები დაბლობ-ბორცვიანია. წყალტუბოს ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: გუბისწყალი, წყალტუბო. წყალტუბო ცნობილი იყო ჯერ კიდევ VII-IX საუკუნეებში, XII-XIII საუკუნეებში წყალტუბო, როგორც სამკურნალო პუნქტი, უკვე სარგებლობდა ფართო პოპულარობით. პერიოდულად სამკურნალო პუნქტის ცხოვრება ხან ჩაკვდებოდა, ხან კიდევ გამოცოცხლდებოდა. ის უშუალოდ იყო დამოკიდებული ქვეყნის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რასაც ართულებდა ხშირი ომები მომხდურებთან თუ მეფესა და ფეოდალებს შორის.

   კურორტის რეკონსტრუქცია და განვითარება 1931 წელს დაიწყო. 1932 წელს ფართოდ გაიშალა კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი და ჰიდროგეოლოგიური სამუშაოები. გენერალური გეგმის ახალი პროექტი შედგენილი იქნა პროფესორ ნ.პ. სევეროვის მიერ და საბოლოოდ გაფორმდა 1936 წელს. 1939 წელს წყალტუბოს რაიონის ქუთაისიდან ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის გამო აკადემიკოსმა ნ. სევეროვმა არქიტექტორების: ბ. ლორთქიფანიძისა და ი.ბეიერის მონაწილეობით გენერალურ სქემაში შეიტანა ცვლილებები. 

    1952 წელს საქართველოს კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტში არქიტექტორების: იოსებ ზაალიშვილისა და ვალერიან კედიას მიერ გადამუშავებულ იქნა აღნიშნული პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 1953 წელს დაამტკიცა. წყალტუბო დაიყო ბალნეოლოგიურ, სანატორიულ და საცხოვრებელ ზონებად. ადგილმდებარეობის ხასიათმა არქიტექტორებს უკარნახა დაგეგმარების რგოლური სქემა. პირველმა წრიულმა ქუჩამ ბორცვის ძირში გაიარა.

   სააბაზანოები ველზე – მინერალური წყაროების პარკში განლაგდა, ბორცვიანი რელიეფი გამოყენებული 11988655_914568871951145_9045137505215185232_nიქნა სანატორიუმების მშენებლობებისათვის, ხოლო საცხოვრებელ უბნებს დაეთმო კურორტის სამხრეთ- აღმოსავლეთი ტერიტორია. 

Imageკურორტი წყალტუბო იმ უიშვიათესი კურორტების რიცხვს12745542_1036552556406052_6472512459490263013_n მიეკუთვნება, რომელთა დაგეგმარება და განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური, გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა.  სტრუქტურულად ჩამოყალიბებული და კლასიკურად გადაწყვეტილი კომპაქტური კურორტი წყალტუბო იმთავითვე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩამოსულ სტუმრებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ სანატორიუმები ფერდობებზე ამფითეატრის მსგავსად ისე არის განლაგებული, რომ ყოველი მათგანიდან შესაძლებელია დანარჩენი სანატორიუმის დანახვა.

ფერდობების ძირში შუაგულ კურორტში მოედინებოდა პატარა მდინარე „წყალტუბო”. გასული საუკუნის 30-იან წლებში გადაიკეტა მდინარის კალაპოტი და შეიქმნა ხელოვნური ე.წ.  „ცივი ტბა”, ხოლო მდინარე გადაგდებული იქნა ფერდობების ძირში გაყვანილ ბეტონის არხებში. ეს არხები მინერალური წყაროების პარკსა და სააბაზანოებს იცავს ფერდობებიდან ჩამონადენი          ზედაპირული წყლებისაგან.

                                                                                   

         

                                                                              

მრავალფუნქციური კურორტი

      1003371_221721971318276_98772687_nწყალტუბო მრავალფუნქციური,  მსოფლიო  მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია, რომლის  ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანი რესურსია  უნიკალური  რადონის შემცველობის  წყალი, რითაც კურორტი ყოველთვის იზიდავდა  დამსვენებლებს. სამკურნალო თერმული წყალის  ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა რადიაქტივობა. წყალტუბოს მინერალური წყლის ბუნებრივი ოპტიმალური ტემპერატურა  33-35 გრადუსია,  გამოიყენება გათბობის გარეშე, გააჩნია მაღალი სამკურნალო თვისებები,  კურნავს  სამოცამდე დაავადებას როგორიცაა : კიდურების,პერიფერიული ნერვიული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების, კანის, ნივთიერებათა მოშლილობის, ენდოკრინული სისტემის,  გინეკოლოგიური და სხვა სნეულებებს. მკურნალობა იმდენად ეფექტურის, რომ ბევრ შემთხვევაში ყავარჯნებით ჩამოსული ავადმყოფი უყავარჯნოდ წასულა, დამშვიდებული და გამოჯანმრთელებული,  მრავალ უშვილო ქალს ახდენია დედობის ოცნება. ეფექტურად მკურნალობენ რევმატიზმით, პოლიომიელიტით და ცერებრული დამბლებით დასნეულებულ ბავშვებსაც.

მკურნალობის  პერიოდში  ყოველდღიური ოცწუთიანი თერმული აბაზანის გარდა, ავადმყოფებს, საჭიროების მიხედვით ენიშნებათ წყლის  ვარჯიშები, წყალქვეშა მასაჟი, გაჭიმვა ცირკულარული შხაპი_ ,,შარკო”, გინეკოლოგიური ირიგაციები, ელექტროთერაპია და სხვა პროცედურები.10351097_968311439910221_8630967980284296809_n

     წყალტუბო საინტერესოა ტურისტებისათვის   აქ არსებული კარსტული მღვიმეების   ,,სათაფლიისა’’ და ,,პრომეთეს’’   მიწისქვეშა სილამაზით და სამკურნალო სპელეოტურიზმისათვის დამახასიათებელი ფაქტორებით. მღვიმეების მიკროკლიმატი გამოიყენება ბრონქიალური ასთმის,  სტენოკარდიის,   ჰიპერტონიული დაავადებების,     ნევროზისა და ქრონიკული პნევმონიის სამკურნალოდ.

10400105_1036552753072699_3336690532946313716_n  ამჟამად წყალტუბოში დამსვენებლებსა და ტურისტებს იღებენ  მომსახურების მაღალი დონის სერვისს სთავაზობენ თანამედროვე კომფორტული სასტუმროები:  ,,TSKALTUBO PLAZA ”,   ,,TSKALTUBO SPA RESORT”,  ,,წყალტუბო კურორტი” ,   ,,არგო”,    ,,პრომეთე”,   ,,ორიონი”,   ,,ნიკალა”,  ,,ამირანი” ,  ,,მიგელი” ,    ,,იმერეთი”     სამკურნალო პროცედურებს აქ ჩამოსული დამსვენებლები  სამკურნალო- გამაჯანსაღებელი ცენტში- ,,Be Healthy Tskaltubo” ,  მინერალური წყლის აბაზანები:   N1, N 3, N 6

უახლოეს ისტორიულ წარსულში _ 1970-80-იან წლებში წყალტუბო ყოველწლიურად 160 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობდა როგორც საბჭოთა კავშირის, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.

ქალაქ  წყალტუბოს ტერიტორიაზე    განთავსებულია  19  სანატორიუმი,  აქედან სახელმწიფო  საკუთრებაშია   17,    ხოლო კერძო  საკუთრებაშია  ორი.

წყალტუბოში 48 დასახლებული პუნქტია_ 17 ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც აერთიანებს  ერთ  ქალაქს და  47 სოფელს.

წყალტუბოდან    30  კმ-ში     მდებარეობს   ქუთაისის  საერთაშორისო  აეროპორტიქვეყნის დიდ ქალაქებთან დაკავშირება შესაძლებელია სარკინიგზო ტრანსპორტით.

მუნიციპალიტეტის მთავარი სატრასპორტო  კვანძია ქალაქი წყალტუბო, რომელიც საავტომობილო გზებით უკავშირდება ქალაქებს:  ქუთაისს, ხონს,  ცაგერს, ტყიბულს. ქალაქი  სარკინიგზო მაგისტრალით ქუთაისს   უკავშირდება.

.

Powered by themekiller.com