წყალტუბო ბალნეოკურორტი

12017688_924416277633071_6093727912944427313_o წყალტუბო მისი გეოგრაფიული მდებარეობის, კლიმატის, მინერალური წყლების ბუნების, მკურნალობის მეთოდიკისა და ეფექტიანობის გამო ბალნეოლოგიური კურორტია, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება დასვენება და სამკურნალო- გამაჯანაღებელი პროცედურების ჩატარება. წყალტუბოს ძირითადი მინერალური რესურსია ცნობილი სამკურნალო თერმული წყალი, რომელიც ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით უნიკალურია. მისი ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა რადიაქტივობა. წყალი შეიცავს კეთილშობილაირს, რადონის ემანაციას, აზოტის დიდ რაოდენობას და ჰელიუმს, რის გამოც მას აიროვან აზოტიანი წყლების კლასს   მიაკუთვნებენ. წყალტუბოს მინერალური წყლის მაღალხარისხოვნების მაჩვენებელია ბუნებრივი ოპტიმალური ტემპერატურის  35 გრადუსის მუდმივობა, რაც ხელსუწყობს აბაზანების ადვილად ამტანიანობას. წყალი აბაზანებში პირდაპირ წყაროებიდან მიდის გათბობისა და გაციების გარეშე. . ბუნებრივად მაღალი ტემპერატურის, რადიუმის-ემანაციის და აზოტის აირების არსებობის გამო, წყალტუბოს სამკურნალო წყალი თერმულ აიროვან რადიოაქტიურ წყლებს მიეკუთვნება. იგი მეტად რთულ და იშვიათ მოვლენას წარმოადგენს და ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, საგულისხმოა ისიც, რომ წყაროების მარილებში ჭარბობს კალციუმის (გოგირდმჟავაკალიუმი) მარილები-კირი, რომელიც ამ წყალს სიხისტეს  ანიჭებს. ყველა წყაროს ქიმიური შემადგენლობა ერთიდაიგივეა, ის არ იცვლება წლის სხვადასხვა დროს და არ არის დამოკიდებული ატმოსფერულ ნალექებზე. ამავე დ12000869_915088155232550_7377669839717740649_oროს წყლის ტემპერატურა უახლოვდება სხეულის ტემპერატურას. აბაზანის მიღებისას პაციენტისათვის პირველი შეგრძნება სასიამოვნო სითბოს შეგრძნებაა, ეს სითბო დამოკიდებულია ფიზიკურ-ქიმიური მომენტების თანხვედრილობაზე, რის გამოც წყალტუბოს წყალი არსაჭიროებს დამატებით გაცხელებას ან გაცივებას. პაციენტის ორგანიზმი განიცდის  500-1500 ლიტრამდე წყლის ზემოქმედებას, რაც რადონის ეფექტს კიდევ უფრო  აძლიერებს. წყალტუბოს მინერალური წყლების შემადგენელი ნაწილების სასურველი პროპორცია საუკეთესო სამკურნალო ეფექტს იძლევა. სასიამოვნო  ტემპერატურა, აზოტის, რადონის, რადიუმის, სხვა კეთილშობილი გაზების არსებობა, რასაც ემატება ანთების საწინააღმდეგოა ქტიური იონები და მძიმე წყლები ქმნის სამკურნალო აბაზანის თავისებურ კომფორტს, რითაც კურორტი ყოველთვის იზიდავდა    დამსვენებლებს. წყალტუბოს მინერალური წყალი კურნავს სამოცამდე დაავადებას, როგორიცა
ა: კიდურების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გულისა და სისხლძარღვების, კანის, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის, ენდოკრინული სისტემის, გინეკოლოგიურ და სხვა სნეულებებს. წყალტუბოს წყლებით მკურნალობა იმდენად ეფექტურია, 284823_156601347749964_4122521_nრომ ბევრ შემთხვევაში ყავარჯნებით ჩამოსული ავადმყოფი უყავარჯნოდ წასულა, მრავალ უშვილო ქალს ახდენია   დედობის   ოცნება. წყალტუბოში ეფექტურად მკურნალობენ რევმატიზმით, პოლიომიელიტით და ცერემბრალური დამბლით დასნეულებულ ბავშვებს.  მკურნალობის ვადა 20-24 დღეა. ყოველდღიური ოცწუთიანი თერმული აბაზანის გარდა ავადმყოფებს, საჭიროების მიხედვით, ენიშნებათ წყლის ვარჯიშები, წყალქვეშამასაჟი, გაჭიმვა, ცირკულარული და აღმავალი შხაპი “შარკო“, გინეკოლოგიური ირიგაციები, ელექტრო-თერაპია და სხვა   პროცედურები. წყალტუბოს წყალი უნიკალურია, მაგრამ მისი საკურორტო პოტენციალი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. სამოცდაათიან წლებში წყალტუბოში აღმოაჩინეს კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი წარმატებით გამოიყენება ბრონქიალური ასთმის, ჰიპერტონიისა, ნევროზებისა და ქრონიკული პნევმონიის სამკურნალოდ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას მეტად საპატიო მისია აქვს,  ის რეგიონის ეკონომიკური განვითარების გარანტად უნდა იქცეს. ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ბალნეოთავისებურებებთან ერთად მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა ტურისტული  თვალსაზრისით კეთილმოწყობილი მღვიმეები და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.  არსებული ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებით აქ სამკურნალო და რეკრეაციული ფუნქციის განხორციელება,  ფიტო, სპელეო და პალეონტოლოგიურიტურების მოწყობაა     შესაძლებელი.

 

 

მინერალური   წყლის     სააბაზანო    6

(სსბალნეოსერვისი“)

საქართველო, . წყალტუბო    კურორტის    ცენტრალური    პარკი

    საკონტაქტო   ინფორმაცია:

  • IMG_8526

  • Tel: +995 599 49 91 12

  • E-mail :infokurort@gmail.com

  • Web: www.tskaltubresort.ge

 

მინერალური  წყლის     სააბაზანო №3

საქართველო, . წყალტუბო  კურორტის   ცენტრალური   პარკი

   საკონტაქტო    ინფორმაცია:

  • Tel: +995 599 56 86 48
  • E-mail : tskaltubkurorti@mail.ru
  • Web: www. tskaltubkurorti.com

 

   ბალნეოლოგიური, გამაჯანსაღებელი ცენტრი ,,BE HEALTHY “

საქართველო, . წყალტუბო  კურორტის   ცენტრალური   პარკი

 

                                                                                   საკონტაქტო    ინფორმაცია:
 12027696_914457245295641_8859259328548835923_n

  •  Tel: +995 591 60 25 25

 •  E-mail  tskaltubo.bh@mail.ru

  •  Web http://behealthy.ge

 

წყალტუბოში ფუნქციონირებს  მაღალი  დონის  ბალნეოლოგიური, გამაჯანსაღებელი  ცენტრი  ,,BE   HEALTHY , რომელიც    გთავაზობთ  შემდეგი  სახის  პროცედურებს:

  • ბუნებრივი მინერალური  წყლის  აბაზანები;
  • წყალქვეშა გაჭიმვები;
  • წყალქვეშა მასაჟი;
  • შარკოს, ცირკულარული და  აღმავალი  შხაპები;
  • ნაწლავების ღრმა  გამორეცხვა  თანამედროვე  აპარატით;
  • მინერალური წყლის  აუზი,რომელიც  აღჭურვილია  წყალქვეშა  ტრენაჟორებით;
  • GYM-უახლესი თანამედროვე  ტრენაჟორებით  აღჭურვილი,პროფესიონალი  ინსტრუქტორის  მიერ  ინდივიდუალური  პროგრამის  შერჩევით;
  • სახის და  სხეულის  სხვადასხვა  პროცედურები  უახლესი  აპარატურის  გამოყენებით;
  • კომპლექსური გასახდომი  პროგრამა  ექიმი  ენდოკრინოლოგიის  ზედამხედველობის  ქვეშ;
  • აქვე შეგიძლიათ  მიიღოთ  კვალიფიციური  ექიმების  კონსულტაცია :  (ფიზიო  თერაპევტი,გინეკოლოგი,კარდიოლოგი,ენდოკრინოლოგი  და  სხვა);
  • ცენტრი აღჭურვილია  უახლესი  ფიზიო  აპარატურით;
  • 2015 წლის  გერმანული  წარმოების  მაღალი  რესურსის  მქონე  დიოდური  ლაზერი  „ MEDIOSTAR  NEXT ”.

კლინიკურად  და  მეცნიერულად   დამტკიცებული  ტექნოლოგია.

 

 

  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი.

საქართველოს  მეცნიერებათა  ეროვნული  აკადემიის  ალერგოლოგიის, ასთმის  და  კლინიკური  იმუნოლოგიის   ეროვნული  ინსტიტუტი  არის  უნიკალური  სამეცნიერო-პრაქტიკული, სასწავლო  და  სამკურნალო  დაწესებულება, რომელიც  აღჭურვილია  XXI საუკუნის  თანამედროვე  ტექნოლოგიებით(ინსტიტუტის  დამაარსებელი  და  დირექტორი  აკადემიკოსი  რევაზ  სეფიაშვილი).

ინსტიტუტს  აქვს  მრავალწლიანი  სამეცნიერო  და  პრაქტიკული  გამოცდილება. ინსტიტუტში  ტარდება  ფუნდამენტური  და  პრაქტიკული გამოკვლევები იმუნორეაბილიტოლოგიაში, ალერგოლოგიაში, მოლეკულურ  და  კლინიკურ  იმუნოლოგიაში, იმუნური სისტემის  ფიზიოლოგიაში, ნეიროიმუნოფიზიოლოგიაში, უჯრედულ  ტექნოლოგიებში. აგრეთვე  მუშავდება  დიაგნოსტიკური  და  სამკურნალო  პროგრამები  სხვადასხვა  ალერგოლოგიურ, აუტოიმუნურ, იმუნოდეფიციტურ  და კანის დაავადებებზე.

                       

Powered by themekiller.com