განათლება

12983378_1068013989929393_7242176525992254600_oგანათლების სისტემაში მიღწეული წარმატებები თაობებზე აისახება, სწორედ ამიტომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სათანადო პირობების შექმნაზე სახელმწიფო ზრუნავს. – ზოგადი განათლება სკოლებში იყოფა სამ საფეხურად: დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებად. დაწყებითი საფეხური გულისხმობს 1-6 კლასებს, საბაზო – 7-9,  ხოლო საშუალო – 10 – 12 კლასებს. სავალდებულო სწავლება საქართველოში მოიცავს 1-9 კლასებს   წყალტუბოს მუნიციპალიტეტში  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში  40 საჯაროდა 2 კერძო  სკოლაში   სწავლობს  5747  მოსწავლე.

2015 სასწავლო წელს  ნაწილობრივი რეაბილიტაცია  ჩაუტარდა  7  საჯარო  სკოლას, აქედან,   ყველაზე მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა  ცხუნკურის № 1 საჯარო სკოლაში და მოხდა 4 საჯარო სკოლის  გაზიფიცირება.
412  პირველკლასელს დაურიგდა შესაბამისი რაოდენობის  ნოუთბუქი.  5475 –ს მოსწავლეს გადაეცა სასკოლო   სახელმძღვანელოები.  დასაქმებულია  924 მასწავლებელი,  მათგან  400-ზე მეტი   პედაგოგი უკვე   სერთიფიცირებულია.

                                                                                                                                          სკოლამდელი განათლება

    12998259_619645324859270_5109112427269561875_o სკოლამდელი ასაკის  ბავშვის მრავალმხრივ განვითარებზე  ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით საჭირო გარემოსა და პირობების შექმნაზე აუცილებელია სახელწიფოს, ოჯახისა და სასწავლო დაწესებულებების, ერთობრივი მუშაობა.

       სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდა-განვითარებაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში  ა(ა)ი.პ  სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება  ზრუნავს.    2013 წელიდან საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები უფასოა, კანონის თანახმად ბავშვის გონებრივი და ფიზიკური უნარების განმტკიცება და სრულყოფა საბავშვო ბაღების მთავარი დანიშნულებაა,  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები  უზრუნველყოფილნი არიან  ხარისხიანი სასმელი წყლით, გათბობისა და ვენტილაციის სისტემებით, სრულფასოვანი და მრავალფეროვანი კვებით,  სამედიცინო მომსახურებით.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება 17 ბაღს მოიცავს და 1500 ბავშვს ემსახურება.   აქედან    4 ქალაქში, ხოლო  13 სოფლებში ფუნქციონირებს.

     2015 წელს ახალი საბავშვო  ბაღები  გაიხსნა:    გუმბრაში, საყულიაში, ოფურჩხეთში.  2016 წელს  საბავშვო ბაღები გაიხსნება ხომულში, ქვიტირში, ფარცხანაყანევში, რიონში.    დასრულდა  ქალაქის   #1  საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

Powered by themekiller.com