სპორტი

IMG_1868

სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრას, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტის ეროვნულ სახეობათა განვითარებას და სპორტის ხელშეწყობას მუნიციპალიტეტში კურირებს გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.

ა.(ა).ი.პ.   წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანება“ შეიქმნა  2015 წელს,   აერთიანებს რაგბისა და ფალავანთა კლუბებს, ასევე სპორტის 12 სახეობის სექციას.  სპორტული კლუბების გაერთიანებაში არის შემდეგი სექციები:  კალათბურთის ,   რაგბის – 4,  ფრენბურთი  – 3, ხელბურთის – 4,  ძიუდოს, ჭადრაკის, მძლეოსნობის, მკლავჭიდის, ძალოსნობის, ქართული ჭიდაობის და კრივის ჯგუფები.     ა(ა).ი.პ. „წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებაში“ 26 სპორტულ ჯგუფში ირიცხება 410 სპორტსმენი. ძირითადი სპორტის სახეობები ფუნქციონირებს ქალაქ წყალტუბოში. სოფელ მაღლაკში ვარჯიშობს ფრენბურთის გუნდი.IMG_0629

13241184_638213133002489_2324836155544119664_nა.ი.პ. „წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანება“ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი წარმატებული ორგანიზაციაა. 2016 წლის მონაცემებით ა.ი.პ. „წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების გაერთიანებას“  აქვს შემდეგი მიწევები:

    იაკობ ქაჯაია      ბ/რ ჭიდაობა –  ევროპის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი. ოლიმპიადის ლიცენზიანტი   2016 წელი.

მიხილ ქაჯაია ბ/რ. ჭიდაობა.  საქართველის ჩემპიონი.

გიორგი უგულავა    ბ/რ ჭიდაობა – საქართველოს ჩემპიონატის მე-2 ადგილის პრიზიორი.

დამეი  გვარამია     ძიუდო –  საქართველოს ჩემპიონატის პროზიორი მე-3 ადგილი.13246203_638212579669211_380442452863955077_o

გვანცა და მიხეილ დარსაველიძეები–  ჭადრაკი.  საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები.

ხელბურთის გუნდი ,,პრომეთე”  – საქართველოს ჩემპიონატი – მე-3 ადგილი. საერთაშორისო ტურნირი მესამე ადგილი ვაჟებში. უკრაინის საერთაშორისო ტურნირი – საქართველო პირველობა ხელბურთი.   პირველი    ადგილი 2000-20001 წლებში.

რაგბის გუნდი  „წყალტუბო“  – დასავლეთ საქართველო ჩემპიონი.

ფრენბურთი – საქართველოს ჩემპიონი ვაჟებში.   გოგონათა გუნდი   მე-2  ადგილი.

ფრენბურთელთა საქართველოს  ნაკრებში ირიცხება  სამი წყალტუბოელი სპორტსმენი.

ხელბურთის საქართველოს ნაკრებში ასპარეზობს 6 წყალტუბოელი (3 ვაჟი და 3 გოგონა)

Powered by themekiller.com