სოფლის მეურნეობა


13718778_660393177451151_1127664472883220838_nსოფლის მეურნეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. გამოიყოფა სამი მიმართულება, ეს არის სათბურები, მეცხოველეობა და მარცვლეული კულტურების განვითარება. მუნიციპალიტეტის 49 სოფელში 16 973 კომლი ცხოვრობს. აქედან 90%-მდე სასოფლო სამეურნეო სექტორს უკავშირდება.
სოფლის მეურნეობის მაპროფილებელი დარგებია:  მეხილეობა, მეცხოველეობა, მარცვლეულის დამზადება, მეფუტკრეობა, ბაღჩეული კულტურების წარმოება. გამორჩეულია ბოსტნეული.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 301 მსხვილი ფერმერია, აქედან 289 აწარმოებს ბოსტნეულს დახურულ გრუნტში, სამი მსხვილი ფერმერი მისდევს მეცხვარეობას, ოთხი – მეფრინველეობას, ხუთი რძისა და რძის პროდუქტებს წარმოებას.IMG_8686
ტყაჩირში, გეგუთსა და მაღლაკში ფუნქციონირებს სამაცივრე მეურნეობები, სადაც ხდება საექსპორტო მწვანილის შენახვა- შეფუთვა. სოფლებში: ფარცხანაყანევი, მაღლაკი, გეგუთი, ოფშკვითი, დღნორისა მუშაობს 6 სატბორე და 1 საკალმახე მეურნეობა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 726 ჰექტარი უკავია ჩაის პლანტაციებს, აქედან სახელმწიფო საკუთრებაშია 578 ჰექტარი, კერძო საკუთრებაში- 148 ჰა. მეჩაიობის განვითარებისათვის პერსპექტიულია- 275 ჰექტარი.  აღნიშნული პლანტაციების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მუნიციპალიტეტი აწარმოებს 600-700 ტონა ჩაის.13731561_660394797450989_7489474923343818755_n
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სავარაუდო რაოდენობაა- 41 000 სული, თაფლს აწარმოებს 6000 ფუტკრის ოჯახი. სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დაკავებულია   ვაზის მოვლით.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის დარგებს კურირებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო- საკონსულტაციო სამსახური, რომელიც განთავსებულია წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველ სართულზე.

Powered by themekiller.com