გამგებლის Ι მოადგილე

ზაზა ძნელაძე

 

IMG_3444    დაიბადა 1968 წლის 30 ივნისს ქალაქ ქუთაისში .   1985-1992 წლებში სწავლობდა  ქალაქ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო     უნივერსიტეტში.

   1992-1995 წლებში იყო   შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქუთაისის განყოფილების გამომძიებელი.

  1993-1994 წლებში  მუშაობდა ქალაქ  ქუთაისის  აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ- მასწავლებლად.

   1995-1997 წლებში –  იმერეთის სამხარეო პროკურატურის განსაკუთრებით     მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი,   საგამოძიებო განყოფილების პროკურორი .

    1997-1999 წლებში –  ქ.    ქუთაისის  რეგიონალური სამხედრო პროკურორის უფროსის თანაშემწე.

   1999-2001 წლებში – შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს კორუფციასთან და ეკონომიკური დანასაულის   წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსი.

   2001-2002 წლებში  შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის უფროსი .

 2002-2003 წლებში -შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი .

 2005-2013 წლებში -საჯარო  სამართლის იურიდიული პირი   საქართველოს ადვოკატთა ასიციაციის წევრი ,  ადვოკატი .

  2009 წელს -საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“-ს კომერციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი .

  2010 წელს – საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს“-ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე .

   2010-2011 წლებში-  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება  „ სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრი’’-ს  დირექტორი .    2011-2012 წლებში  საჯარო სამართლის იურიდიული პირი  „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ -ს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსი.    2012-2013  შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება   „ სამართლებრივი , საექსპერტო და აუდიტორული მომსახურების სააგენტო ექს ლეგე’’ -ს აღმასრულებელი დირექტორი .

  2013 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.

   2013-2014 წლამდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის  შემსრულებელი .  2014 წლიდან  დღემდე არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე .

     ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

Powered by themekiller.com