(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

ტურიზმი

   

ტურიზმი

        წყალტუბოს უნიკალური სამკურნალო თვისებების მქონე წყალი არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ჩვენს ქალაქში ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა იზრდება,    ბალნეოთავისებურებებთან ერთად სამკურნალოდ გამოიყენება    კარსტული  მღვიმეების  ,,სათაფლისა’’ და ,,პრომეთეს’’,  ,,საწურბლიას''   მიკროკლიმატი.    

       აქ გელით სიმშვიდე, ჯანსაღი გარემო, ზრუნვა ჯანმრთელობაზე, ეგზოტიკა, ხელმისაწვდომი ფასები, წყალტუბოელთა კეთილგანწყობა და სტუმართმოყვარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობილი და საოჯახო სასტურმოები, შესანიშნავი ქართული სამზარეულო და ტურისტული მარშრუტები საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ტურისტების სურვილისამებრ, ადგილობრივი ტურისტული კომპანიების მიერ  შესაძლებელია, საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ტურისტული მარშრუტის მოწყობა 

2018 წლის  6 თვის  მონაცემებით წყალტუბოში ჩამოსული ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობა შეადგენს - 21 483

2018 წელს  წყალტუბო, როგორც ბალნეოლოგიური კურორტი გახდა ევროპის ისტორიულ-თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი („ეითქა“). ასოციაციის წევრობა მიზნად ისახავს ბალნეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას, აგრეთვე თანამშრომლობას მსოფლიოს სხვადასხვა ბალნეოლოგიურ ქალაქებთან, როგორებიცაა ბადენბადენი, ვიში და სხვა. 

 

 

                                                                                         სათაფლის მღვიმე      

                  სათაფლიის მღვიმე      1925 წელს  პეტრე ჭაბუკიანმა, პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს  აღმოაჩინა. დეკორაციებად წარმოდგენილი სტალაქტიდები, სტალაგმიტები და სტალაგნატები აქ ურთიერთგანსხვავებულ დარბაზებსა და საოცარ პეიზაჟებს ქმნიან: მღვიმეში მუდმივი ტემპერატურა  14 გრადუსია.  სათაფლიის  სახელმწიფო ნაკრძალი აერთიანება კოლხურ ტყეს,  კარსტულ გამოქვაბულსა და დინოზავრის ნაკვალევს

    სათაფლიას   სახელწიფო    ნაკრძალის  ინფრასტრუქტურა მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, დინოზავრის  ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობას, საგამოფენო დარბაზს, შუშის პანორამულ გადასახედს, კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს, კეთილმოწყობილ მღვიმესა და მარკირებულ ბილიკებს. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი, კარსტული მღვიმე, კლდის ბილიკი, კოლხური ტყე, პანორამული გადასახედები.
       სათაფლიის აღკვეთილი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს,   სადაც აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი. 

ვიზიტორთა ცენტრი:  წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ბანოჯა

ოჯახური მოგზაურობისთვის მოხერხებული, მარტივი საფეხმავლო მარშრუტები დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობის, უნიკალური კარსტული მღვიმის, საგამოფენო დარბაზის, რელიქტური კოლხური ტყისა და ველური ფუტკრის საბინადრო გარემოს დათვალიერებისა და  შუშის პანორამული გადასახედიდან იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედის ნახვის საშუალებას იძლევა.   

შესვლის ღირებულება:

·         ზრდასრული - 6 ლარი;

·         სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 3 ლარი;

·         6 წლამდე ასაკის ბავშვები - უფასო.

გიდის მომსახურება ხორციელდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე და შედის ბილეთის ღირებულებაში.

ადგილზე შეგიძლიათ შეუკვეთოთ:

·         VIP მომსახურება - 1-10 ადამიანი - 100 ლარს დამატებული ბილეთების ღირებულება; 11-20 ადამიანი - 200 ლარს დამატებული ბილეთების ღირებულება;

·         სამოქალაქო ქორწინების გაფორმების ცერემონიალი -100 ლარი.

ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში

სამუშაო საათები: 10:00-დან 17:30 საათამდე

სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა

  

         პრომეთეს მღვიმე სოფ. ყუმისთავის ტერიტორიაზე 1984 წელს მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციის წ წევრებმა ჯუმბერ ჯიშკარიანმა აღმოაჩინა,   იგი მსოფლიოში უნიკალურ ძეგლად იქნა აღიარებული, რადგან  უდიდესია განზომილებით, გამკვრივების მრავალსახეობით, მიწისქვეშა მდინარეების მნიშვნელობითა და პეიზაჟის მრავალფეროვნებით.   ბუნებრივი არქიტექტური გამოირჩეულ  ,,პრომეთეს’’ მღვიმეში, დეკორაციებად არის  წარმოდგენილი სტალაქტიდები, სტალაგმიტები და სტალაგნატები აქ 16  ურთიერთგანსხვავებული დარბაზია მღვიმეში მუდმივი ტემპერატურა 16 გრადუსია. მღვიმეში შესაძლებელია ნავებით გასეირნება.

 ვიზიტორთა ცენტრი:  წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი. პრომეთეს მღვიმის 1 საათიანი მარშრუტი არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის ზღაპრულ დარბაზებს გაივლის და ვიზიტორთა სურვილისამებრ, ქვეითი ან სანაოსნო გზით, მღვიმეში მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე 15 წუთიანი გასეირნებით მთავრდება.   

 შესვლის ღირებულება:

·         ზრდასრული - 7 ლარი;

·         სტუდენტი  და სკოლის მოსწავლე - 3,5 ლარი.

გიდის მომსახურება პრომეთეს მღვიმეში ხორციელდება ქართულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე და შედის ბილეთის ღირებულებაში.

ადგილზე შეგიძლიათ შეუკვეთოთ:

·         VIP მომსახურება - 1-10 ადამიანი - 100 ლარს დამატებული ბილეთების საფასური; 11-20 ადამიანი  - 200 ლარს დამატებული ბილეთების საფასური;

·         სამოქალაქო ქორწინების გაფორმების ცერემონიალი - 100 ლარი;

·         ნავით გასეირნება მღვიმეში - 10 ლარი;

·         აუდიო გიდი - 7 ლარი;

·         საკონფერენციო დარბაზი (50 ადამიანზე) - 100 ლარი.

ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში

სამუშაო საათები: 10:00-დან 17:30 საათამდე

 

  

          

     საწურბლიას მღვიმე პირველი საერთაშორისო სტანდარტების სპელეო-გამაჯანსაღებელი მღვიმეა, რომელშიც  სასუნთქი გზების პრობლემების მქონე პირები გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებას შეძლებენ.  პროექტის პაგლებში, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი;  ამბულატორია. 

   მღვიმეში დამონტაჟდა განათების სისტემა. საწურბლიას მღვიმე ორ, - აქტიურ და პასიურ ზონად დაიყო. აქტიურ ზონაში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ხოლო პასიურ ზონაში განთავსდა შეზლონგები.   

 საწურბლიას მღვიმე  პრომეთეს მღვიმიდან 2 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.  ინფრასტრუქტურული პროექტი

  საქართველოს ბიუჯეტიდან 647 000 ლარით დაფინანსდა.     

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                     

 

   

                   V-VII საუკუნის  ციხე   (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ხომული)  (განახლებულია მე-17 საუკუნეში), რომლის არსებობა ქვეყნისთვის სტატეგიულად მნიშვნელოვანი იყო.  მე-17 საუკუნეში ციხე განაახლა ზაალ ღოღობერიძემ. (ზაალის შვილი - გიორგი, მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის პაპა იყო). ზაალ ღოღობერიძე ციხისთავის ტიტულით იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებშია მოხსენიებული. ციხე დაშენებულია მღვიმეზე. მღვიმე მშრალია, მაღალჭერიანი.   ეს არის უმნიშვნელოვანესი შემთხვევა შუა საუკუნეების ციხის შერწყმისა ბუნებრივ წინაისტორიული პერიოდის ადამიანის სადგომთან“       ციხე 5 სართულისგან შედგებოდა  ( ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული)  გალავნის კედლის სისქე 3 მეტრია. გალავნის ზღუდე შეპერანგებული ყოფილა თლილი ქვით. ციხის ეზოშია პატარა    მღვიმე(პირველყოფილი ადამიანის საცხოვრისი) აქ დღესაც მოედინება  წყარო,  საიდანაც საუკუნეების წინ  სასმელი წყალი ციხეს მიეწოდებოდა,   ციხის     ისტორიული მნიშვნელობიდან  გამომდინარე აუცილებელია მისი ტურიტულ მარშუტში ჩართვა.   ძეგლის  დაპიარება დადებითად იმოქმედებს მის აღდგენასა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობაზე

           ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუნეში)    მუზეუმში   ძირითადად დაცულია ცნობილი ქართველი მწერლისა დასაზოგადო მოღვაწის ნიკო ლორთქიფანიძის (1880- 1944 წწ.) ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები: პირადი ნივთები, წერილები, მწერლის ნაწარმოებების პირველი გამოცემები და ფოტო-ილუსტრაციები, დოკუმენტები, ფოტომასალა.  იმერული ოდა სახლი,      უძველესი ქვის მაგიდითა  და მრავლწლიანი  ცაცხვის  ხეებით.

    გეგუთის  ციხე- დარბაზი,  ((წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელი გეგუთი)  თამარ მეფის ეპოქის ციხითა და სასახლის ნანგრევებით. ძეგლი აშენებულია შუასაუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევებზე,  არქეოლოგთა ვარაუდით, აქ აღმოჩენილი სასახლის ნანგრევები 4-5 საკუნეებით თარიღდება.   გეგუთის ციხე  ემსახურებოდა გიორგი მესამეს, უამრავ ისტორიულ ეპოქას აერთიანებს. ქართველ მეფეთა საზაფხულო რეზიდენციის გუმბათები,   სასახლის მოპირკეთებული და მორთული კედლების ნანგრევები  თავიანთი მონუმენტურიბით და მასშტაბით  დღესაც წარუშლელ შთაბეჭდილებებს ტოვებს.