(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

კულტურა

         წყალტუბოში 2017 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის 15 მაისამდე  ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით,   კურორტის პოპულარიზაციის,    კულტურის  განვითარების      მიზნით    100-მდე   კულტურული და  საგანმანათლებლო   ღონისძიება ჩატარდა.     უძველესი ქართული ხალხური სიმღერების მოძიება-აღდგენასა და რეპერტუარის გამდიდრებაზე აქტიურად მუშაობს  ფოლკლორული ანსამბლი „ნადური“, ქართული ცეკვის ხელოვნებას მომავალ თაობას უზიარებენ ქორეოგრაფიული ანსამბლები: ,,იალონი’’, ,,სიონი’’, ,,ედელვაისი’’, ,,წყალტუბო’’.წყალტუბოს მუზეუმების  ფონდებში დაცულია 35 ათასზე მეტი ექსპონატი;
წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება არქეოლოგიის,  ნუმიზმატიკის, ხელოვნების, ხელნაწერთა, ეპიგრაფიკის, ფოტო საარქივო მასალები.
მწერალ ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმი სოფელ ჩუნეშში წარმოდგენილია მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების   ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა.
აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის სახლ-მუზეუმი სოფელ დერჩში _ სადაც ინახება დიდი მეცნიერის პირადი ნივთები.