(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

სპორტი

        ა(ა)იპ  ,, წყალტუბოს     მუნიციპალიტეტის    სპორტული    კლუბების   გაერთიანებაში“    ფუნქციონირებს 4 კლუბი  და  9  სექცია,      რომელშიც  გაერთიანებულია   420   სპორტსმენი. წყალტუბოელმა სპორტსმენებმა   2017წლის ნოემბრიდან დღემდე   მონაწილეობა მიიღეს    58-ზე მეტ მნიშვნელოვან ადგილობრივ,რესპუბლიკურ,  საერთაშორისო  ტურნირებსა  და   შეჯიბრებებში., საპრიზო ადგილებზე გავიდა და შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდა  60-მდე სპორტსმენი.

     წყალტუბოს სპორტის სასახლეში ჩატარდა შალვა ბზიკაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ძიუდოში, რომელშიც 10 მუნიციპალიტეტიდან 200-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.   80 გამარჯვებულს მედლები, დიპლომები და თასები გადაეცა.  წყალტუბოელმა ძიუდოისტებმა საუკეთესო შედეგი აჩვენს და 7 ოქრო, 2 ვერცხლი, 5 ბრინჯაოს მედალი მიიღეს.

      წყალტუბოში დამსახურებული მწვრთნელის გივი თალაკვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ტრადიციული ტურნირი გაიმართა  მძლეოსნობაში, შეჯიბრებებში 6 საჯარო სკოლის 60-მდე მოსწავლე იყო ჩართული. გამარჯვებულები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად თასებითა და სიგელებით დააჯილდოვდნენ.

       გაიმართა  დამსახურებული მწვრთნელის, არაერთი წარმატებული წყალტუბოელი სპორტსმენის აღმზრდელის ზურაბ ბადირეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კალათბურთის ტრადიციული ტურნირი,  რომელშიც ქალაქის საჯარო და კერძო დაწესებულებების გუნდები მონაწილეობდნენ. 

     წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა მოყვარულთა თასი 2017“-ის გათამაშების ფინალი,   პროექტმა სტარტი აიღო 2017 წლის აპრილის თვეში და მასში, მთელი ქვეყნის მასშტაბით 42 მუნიციპალიტეტის 300-მდე სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა. მოყვარულთა თასი სამ ეტაპად ჩატარდა.

   იაკობ ქაჯაიამ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული  ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში სპორტული კარიერის მანძილზე  იგი   მეხუთედ გახდა საქართველოს პირველი ფალავანი, ამავე ჩემპიონატზე მესამე ადგილის მფლობელი გახდა წყალტუბოელი ირაკლი ქაჯაია. 

  იაკობ ქაჯაია  გახდა  ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი , მედლისათვის გადამწყვეტ შეხვედრაში მან ბულგარელი მიროსლავ მეტოდიევი 5-0 დაამარცხა.