(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

ტაძრები

      ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე  მოქმედებს      წმინდა გიორგის,   მირქმის,   ამბროსი ხელაიას და წმინდა ბარბარეს  სახელობის  სახელობის ტაძრები.   მიმდინარეობს   ერთი ეკლესიის მშენებლობა.
 მუნიციპალიტეტის სოფლებში  დაცულია   კულტურული მემკვიდრეობის 60-მდე  ძეგლი    (ეკლესიიები, ციხე-კოშკები), მათგან გამორჩეულია იოანე ნათლიმცემლის სახელობის ეკლესია სოფელ დერჩში (XIIს.), ეკლესიის  ფრესკული მოხატულობა გვიანი საუკუნეების ქართული მონუმენტური ფერწერის გამორჩეული ძეგლია.   დასრულებულია ღვთისმშობლის  ტაძრის რესტავრაციის სამუშაოები სოფელ ცხუნკურში,     აღდგენილია  სოფელ ზარათში მე-12  საუკუნის წმინდა ივლიტესა და კვირიაკეს სახელობის ტაძარი,  სოფელ დერჩში  დასრულებულია იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის საკონსერვაციო სამუშაოები,  განახლებულია   საკურთხეველი და კედლის მოხატულობა. ტაძრები აშენდა სოფელ ქვიტირში, ფარცხანაყანევში.