სოციალური პროგრამები

                                                                                 სოციალური პროგრამა  2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  2019 წლის ბიუჯეტიდან   მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველსაყოფად -   დაიხარჯება 1354,4 ათ. ლარი.
    საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება- 69,5 ათ. ლარი

   სოციალური პროგრამები- 1284,9 ათ. ლარი.

       პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

   მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფა - 192,5 ათ. ლარი
     ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ დაფინანსება.

   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა დახმარება- 4.0 ათ. ლარი
 ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა (100 და მეტი წლის ასაკის) მატერილური დახმარება, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით.

   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების მატერიალური წახალისება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის - 100.0 ათ. ლარი
 ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მშობლები) ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) მესამე შვილის შეძენისას – 500 ლარი, ბ) მეოთხე შვილის შეძენისას – 700 ლარი, გ) მეხუთე და მეტი შვილის შეძენისას – 1000 ლარი, დ) ერთი და მეტი ტყუპის შეძენისას - 500 ლარი; ე) სოციალურად დაუცველ ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000-ი ქულის ჩათვლით რეგისტრირებულ), რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი გაიცეს ერთჯერადად 200 ლარი.

    მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა სარიტუალო ხარჯები- 12.0 ათ. ლარი

 ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა, ასევე უჭირისუფლო გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება, თითოეულზე 250 ლარის ოდენობით.

   მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება-
387.0 ათ. ლარი

აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული

მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება შემდეგ კატეგორიებზე:

 ა) სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 65000-დან 100 001-ის ქულის ჩათვლით და ღებულობს საარსებო შემწეობას განესაზღვროს დახმარება – 250 ლარი

 ბ) დიდი სამამულო ომის მონაწილის დახმარება – 300 ლარი;

 გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირის დახმარება – 200 ლარი;

 დ) დედ-მამით ობოლი ბავშვის დახმარება – 500 ლარი;

 

ე) ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირის დახმარება – 500 ლარი;

 

ვ) ა(ა)იპ ,„სათნოების სახლის“ ბენეფიციარის დახმარება სააღგდომოდ 100 ლარი და საახალწლოდ 100 ლარი.

 

ზ) მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დახმარება – 250 ლარი;

 

თ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე: ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქის დახმარება –1800 ლარი;

 

ი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის დახმარება, გარდა ცერემბრალური დამბლით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვისა - 300 ლარი;

 

კ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის, სახელმწიფო გასაცემლის (კონპესაცია, საპენსიო პაკეტი, საყოფაცხოვრებო სუბსიდია) მიმღების დახმარება 200 - ლარი;

 

ლ) სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ომის მონაწილის დახმარება თითოეულს  - 200 ლარი.

 

მ) 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირის ოჯახის ( ოჯახის წევრის რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) ფულადი დახმარება - 1500 ლარი;

 

ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახის, პირის (საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების,უბედური შემთხვევის ან სხვა გარემობების გამო) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 150 ლარისა, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1800 ლარისა.

 

ო) ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 150 ლარი, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1800 ლარი.

 

პ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება (გინეკოლოგის ან / და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან / და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) არაუმეტს 200 ლარი.

 

ჟ) 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ჩვენი სახლის“ ბენეფიციარი ბავშვის დახმარება 100 ლარის ოდენობით.

 

რ) სოციალურად დაუცველ ოჯახის, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 0-დან 65 000 ქულის ჩათვლით, პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება - 200 ლარი.

 

ს) სადღესასწაულოდ (აღდგომა) სოციალურად დაუცველ ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000-ი ქულის ჩათვლით რეგისტრირებულ), რომელთაც ყავთ 18 წლამდე