(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

სამსახურის უფროსები

                                                                      ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი -   ვახტანგ ნადარეიშვილი

     დაიბადა 1953 წლის 25 მარტს ქ.აბაშაში, 1973-1978წწ. სწავლობდა ალ.წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1974წელს მუშაობდა საქალაქო გაზეთ „წყალტუბოს“ ლიტერატურულ მუშაკად, 1976-1981წწ. ბროწეულას საშუალო სკოლა-ინტერნატის აღმზრდელ-მასწავლებლად, 1981-1983წწ. ბროწეულას საშუალო სკოლა-ინტერნატის-უფროს აღმზრდელად, 1984-1989წწ. წყალტუბოს საქალაქო საბჭოს აღმასკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ, 1989-1990წწ.  საქართველოს კპ წყალტუბოს საქალაქო კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორად,  1991-1992 წწ.კოოპერატორთა საქალაქო გაერთიანების გამგეობის თავჯდომარის მოადგილედ, 1993-1995წწ.  ქ. წყალტუბოს ზონის გამგეობის კანცელარიის მმართველად, 1995-1999წწ. ქ.წყალტუბოს მერიის აპარატის უფროსად,  1999-2005წწ. - წყალტუბოს რაიონის ადგილობრივი მმართველობის აპარატის უფროსად, 2006-2010წწ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსად, 2010 წლიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსად.ყავს მეუღლე და სამი შვილი.

                                                                   ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური მარეხ კანკაძე

დაიბადა 1975 წლის 20 მარტს ქ.წყალტუბოში, 1992-1997წწ. სწავლობდა ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  1998-2001წწ. მუშაობდა ქალაქ წყალტუბოს ცენტრალურ საავადმყოფოში -იურისტად, 2001-2011წწ. წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობებზე, 2011-2012წწ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსსპეციალისტად, 2012 წლის 4სექტემბრიდან-წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა განყოფილების მთავარი სპეციალისტად, 2014 -2015წლებში -წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2015 წლის 2 მარტიდან დღემდე -წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსად. ყავს მეუღლე და 2 შვილი, რძალი და ერთი შვილიშვილი.

 

                                                                        საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი-ფატი გაგოშიძე

  დაიბადა 1962 წლის 27 მაისს წყალტუბოს რ-ნ სოფელი ტყაჩირში, 1980-1984 წწ. სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1984-1988 წწ. მუშაობდა წყალტუბოს სახ.  დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის საფინანსო განყოფილებაში უფროს ეკონომისტად, 1988-2006წწ. -მთავარ ბუღალტრად. 2006-2010 წწ. საფინანსო ეკონომიკური განყოფილების მთავარ სპეციალისტად, 2010-2013წწ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის საბიუჯეტო ვალდებულებებისა და ბუღალტრული აღრიცხვა ანგარიშგების განყოფილების უფროსად. 2013წლის ივლისიდან დღემდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსად.ყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 

კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი - რიმა მარგიანი

 დაიბადა 1970 წლის 11 აპრილს დაბა ლენტეხში, 1916-1987წწ. სწავლობდა ქ.წყალტუბოს #4 საშუალო სკოლაში, 1998-2004წწ. ქ.თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1987-1988წწ. მუშაობდა ქ.წყალტუბოს კულტურის სახლში-ქორეოგრაფად, სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქ.წყალტუბოს ქორეოგრაფიულ სტუდიაში, ქ.ქუთაისის სიმღერისა დაცეკვის სახელმწიფო ანსამბლში მსახიობ-მოცეკვავედ. 2005-2006წწ.  წყალტუბოს რაიონის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის -მთავარ სპეციალისტად.2006-2013წწ. -წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მთავარ სპეციალისტად, 2013 წლიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების , სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსად. ყავს მეუღლე და ორი შვილი.არის 1997წელს საფრანგეთში გამართული საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის ოქროს მედლის და ლაურეატის წოდების მფლობელი.