(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

მერის ანგარიში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში

მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი

საანგარიშო პერიოდი - 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე

ანგარიშის ტიპი (რიგითი, რიგგარეშე) - რიგითი

I.       საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა

     1.მუნიციპალიტეტის მერი მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში

      მუნიციპალიტეტის მერმა მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:  საანგარიშო პერიოდში საქართველოს   კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’  შესაბამისად საკრებულოს სამჯერ წარედგინა დასამტკიცებლად მერიის შეცვლილი დებულება, ხუთჯერ მერიის საშტატო ნუსხა, შეიცვალა სტრუქტურული ერთეულების დებულებები.

         მერიის     თანამდებობის     პირებიდან  დაინიშნა ორი სამსახურისა და ხუთი განყოფილების  უფროსი და განთავისუფლდა ორი განყოფილების ხელმძღვანელი.    ამავე პერიოდში თანამდებობაზე დაინიშნა   9    მოსამსახურე დამტკიცდა  ყველა სამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქცია და მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

       საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე სისტემური,  ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიმართებით  მნიშვნელოვანი იყო მარტის თვეში დამთავრებული მერიის რეორგანიზაციის პროცესი. რეორგანიზაციის გამო შემცირდა 5 საშტატო ერთეული

 

2.    მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობა:

  საკრებულოს წარუდგინა - მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების თაობაზე’’,  ,,2017 წლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად განსახორციელებელი შესყიდვების შესახებ’’, მერის მიერ 2018 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ’’,   ასევე კვარტლების მიხედვით 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშები.

  საკრებულოს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დასამტკიცებლად წარედგინა  10-ჯერ.   საკრებულოს თავმჯდომარეს რიგგარეშე სხდომების მოწვევის-- თაობაზე მიმართა    8- ჯერ.

    მუნიციპალიტეტის მერმა საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობა:

  ბიუჯეტის დაგეგმვისას ვიხელმძღვანელეთ მოქალაქეების საჭიროებებიდან და წყალტუბოს, როგორც კურორტის განვითარების მიზნიდან გამომდინარე.

2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა - 10 158 000 ლარით.

მათ შორის,  შემოსავლები გადასახადებიდან- 3 200 000 ლარით;

არასაგადასახადო შემოსავლები -1 183 800 ლარით;

არაფინანსური აქტივების კლება -100 000 ლარით;

გათანაბრებითი ტრანსფერი -5 505 000 ლარით;

მიზნობრივი ტრანსფერი -170 000 ლარით.

   განხორციელებული ცვლილებებით, დღეის მდგომარეობით, ბიუჯეტი განისაზღვრა   19 439 284 ლარით.

  აღნიშნული ზრდა ძირითადად გამოწვეული იქნა რგფ-დან გამოყოფილი თანხით, რომელმაც შეადგინა 4 185 539 ლარი და  მიმართულია 15 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის  განსახორციელებლად.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიუჯეტი გაზრდილია 2 631 898 ლარით.

2018 წლის ბიუჯეტში

      . თავდაცვა განისაზღვრა -108 900ლარით.

      . ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია -10 419 900 ლარით.

      . განათლება -2 118 800 ლარით.

      .  კულტურა -2 366 600 ლარით.

     ·მოსახლეობის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 1 304 800 ლარით.

 განვლილ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები მობილიზებულია -2 134 400 ლარი;

არასაგადასახადო შემოსავლები - 2 734 900 ლარი;

ტრანსფერები-გრანტები - 5 399 200 ლარი;

არაფინანსური აქტივების კლება - 279 800 ლარი.

 

                              4.    მუნიციპალიტეტის მერმა ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობა:

 განვლილ პერიოდში  უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, ქონების სახით გადაცემული იქნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სამი მიწის ნაკვეთი და  ორი  შენობა:

უსასყიდლო თხოვების ფორმით    გაცემულ იქნა სხვადასხვა სახის ოთხი  მოძრავი ქონება,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ინიცირების საფუძველზე გადაიგზავნა დოკუმენტაცია   11 სხვადასხვა  სახის    ქონების გადმოცემის შესახებ,

სახელმწიფოდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტს შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე   საკუთრებაში გადმოეცა  12  ქონება:

2018 წლის I-II-III კვარტალში არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის განხორციელების მიზნით შექმნილმა კომისიამ   დაკმაყოფილა 26 განმცხადებელი და გასცა ამდენივე საკუთრების მოწმობა.

ამ პერიოდში   წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში (შენობები) იჯარის ფორმით გადაცემული ხელშეკრულებით  შეტანილმა თანხამ შეადგინა  36718  ლარი, ხოლო მიწის იჯარით -25427ლარი, ჯარიმებიდან შემოვიდა  4690 ლარი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისათვის გამოცხადებულ იქნა პირობებიანი ელექტრონული აუქციონი ქალაქ წყალტუბოში, შანიძის ქუჩა N1-ში მდებარე უძრავ ქონებაზე.

მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმისა და პროგრამების მომზადება, შემუშავდა  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმა.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა შეხვედრები მერის წარმომადგენლებთან ფერმერებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მექანიკურ და ქიმიურ ღონისძიებებთან დაკავშირებით.        

                                        5.    მუნიციპალიტეტის მერმა აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში განახორციელა შემდეგი საქმიანობა:

     მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობისა და მათი სოციალური დაცვის მიზნით  2018 წელს სოციალური პროგრამის დაფინანსება 40 ათასი ლარით გაიზარდა  და შეადგინა 880. 000 ლარი.

სოციალური პაკეტი მოიცავს 29 მსხვილ პროგრამას, აქედან ოთხი პროგრამა 2018 წელს დაემატა:

1. მარტოხელა  მშობლის სტატუსის მქონე პირების დახმარება  - 200 ლარი

2. ფსორიაზით დააავადებული პირებისთვის ერთჯერადი დახმარება  - 300 ლარი

3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან, კერძოდ კი, მინდობით აღზრდიდან ან მცირე საოჯახო სახლებიდან სრულწლოვნობის მიღწევის გამო, ამორიცხული ახალგაზრდების (18-21წელი) ბინის ქირით უზრუნველყოფა საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში- ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით. წელიწადში 1440 ლარი.

4. მარჩენალდაკარგული, უგზოუკვლოდ დაკარგული და ხანგრძლივ პატიმრობაში მყოფი მშობლების სტუდენტი შვილებისთვის სწავლის საფასურის 50 %-იანი  დაფინანსება არაუმეტეს 2000 ლარისა.

    გაიზარდა თირკმლის ჩანაცვლების თერაპიაზე,  მყოფი პირების დაფინანსება  1200 -დან- 1800 ლარამდე. დიდი სამამულო ომის ვეტერანების დახმარების თანხამ შეადგინა  300 ლარი;

     სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 65000-დან 100001- ქულის ჩათვლით და  არ ღებულობს საარსებო შემწეობას   ნაცვლად 200 ლარისა,   დახმარება   განესაზღვრა 250 ლარით.

     2018 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება   შეადგენს  390 ათას ლარს,  თანადაფინანსება გაეწია 644 ბენეფიციარს.   დაიხარჯა 300 ათასი  ლარი.

       დაფინანსება გაეწია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს  სამედიცინო მომსახურების გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგიული ოპერაციებისა   და  სხვადასხვა  კვლევების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილი პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით (არაუმეტეს -1000 ლარი). აღნიშნულ პაკეტს 2018 წელს დაემატა იოდოთერაპია, ჰორმონოთერაპია, რადიოსიხშირული აბლაცია, ლითოტრიფსია და სხვა.

       დახმარება გაიცა სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა მონაცემთა ერთიან ბაზაში 65 000-დან 100001 ქულის ჩათვლით ფიქსირდება და არ ღებულობს საარსებო შემწეობას. დახმარება გაეწია 139  სოციალურად დაუცველ ოჯახს-   34750 ლარი.

      სარიტუალო ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურებისათვის დახმარება   გაეწია 36 გარდაცვლილი  იძულებით გადაადგილებული და დიდი სამამულო      ომის მონაწილის       ოჯახს.   დაიხარჯა 9000 ლარი.

      ერთჯერადი დახმარებები გაეწიათ ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის  236 მონაწილეს,  დახარჯული იქნა-  47200 ლარი.

    წყალტუბოს მუნიციპალიტეტში თავშესაფრის გარეშე დარჩენილ 7  ოჯახს  -გამოეყო 7560 ლარი, დიდი სამამულო ომის 11 მონაწილეს -  3300 ლარი, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე 22 პირს - 4400 ლარი, სხვა სახელმწიფო ტერიტორიაზე მებრძოლ  30 პირს -  6000 ლარი, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე 13  პირს- 3900 ლარი, ფსორიაზით დაავადებულ 27 პირს - 5400 ლარი, თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე - დიალიზზე, ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე დამოკიდებულ 30 პირს -  54000 ლარი, ცერებრალური დამბლით დაავადებულ 105  პირს -  52500 ლარი, შეზღუდული შესაძლებლობის 18 წლამდე ასაკის  50  ბავშვს -   10000 ლარი, დედ-მამით ობოლ 3 ბავშვს - 1500 ლარი,100 წელს გადაცილებულ 3 პირს - 3000 ლარი, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, მკვეთრად გამოხატული ფორმით უსინათლო 113  პირს -  22600 ლარი, ფენილკეტონურიით დაავადებულ 18 წლამდე 3 ბავშვს  -  1500 ლარი.

    აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კვების პროდუქტები  გადაეცა 283 ოჯახს - დაიხარჯა 10188 ლარი.

    დახმარება გაეწია ხანძრის და სტიქიის  შედეგად დაზარალებულ 52 ოჯახს, დახარჯული იქნა - 30650 ლარი.

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დახმარება გაეწია:

•           3 შვილიან   62 ოჯახს - სულ  31000 ლარი

•           4 შვილიან  17 ოჯახს - სულ 11900 ლარი

•           5 შვილაინ 6 ოჯახს - სულ 6000 ლარი

•           6 შვილიან 2 ოჯახს - სულ 2000 ლარი

•           ტყუპების შეძენის გამო 6 ოჯახს -  სულ 6900 ლარი.

•           სოციალურად დაუცველ  4 ოჯახს, რომელთაც  შეეძინათ პირველი და მეორე ახალშობილი - 800  ლარი.

     დახმარება გაეწია ასევე  სოციალურად დაუცველ 122 ოჯახს, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი. სულ დაიხარჯა 24400   ლარი.

    სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილ დროებით კომისიაზე განხილული იქნა   მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ისეთი მოქალაქეების განცხადებები, რომელთა დაავადებებიც განსაკუთრებით საშიშია სიცოცხლისათვის მედიკამენტოზური, ქირურგიული და სხვა ფორმით მკურნალობისათვის თანხა გამოყოფილი იქნა 193  პიროვნებისათვის  - სულ 65200 ლარი.

   საანგარიშო პერიოდში    დახმარება  გაეწია  2269  მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ პირს.  აღნიშნული პროგრამებისთვის  გამოყოფილმა  თანხამ  შეადგენა    687428 ლარი.

ტურიზმი

 2018 წელს წყალტუბოს პოპულარიზაციისა და ტურიზმის განვითარების მიზნით   ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის   ბიუჯეტი განისაზღვრა- 128 011 ლარით;

     წყალტუბო, როგორც ბალნეოლოგიური კურორტი გახდა ევროპის ისტორიულ-თერმული ქალაქების ასოციაციის წევრი („ეითქა“). რაც  მიზნად ისახავს ბალნეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას, აგრეთვე თანამშრომლობას მსოფლიოს სხვადასხვა ბალნეოლოგიურ ქალაქებთან, როგორებიცაა ბადენბადენი, ვიში და სხვა.

გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან. რომლის  მიზანია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო და შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

დაიბეჭდა  სამენოვანი ბროშურები, რომელშიც აღწერილია  წყალტუბოს სამკურნალო წყლებისა  და სხვადასხვა ტურისტული ლოკაციების შესახებ.

ტურიზმის ადმინისტრაციასთან  თანამშრომლობის შედეგად ჩატარდა ტრენინგები ტურიზმის სფეროში დასაქმებული პირების მომსახურების ამაღლების მიზნით. დღემდე ჩატარებულია  10-ზე მეტი ტრენინგი და გადამზადდა 100-მდე ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანი.

წყალტუბოს სტუმრობდნენ 8 ქვეყნის წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლები:

  უზბეკეთიდან

  კატარიდან

  ბელორუსიიდან

  ჩეხეთიდან

  ყაზახეთიდან

  ბელგიიდან

  სლოვაკეთიდან

     აქტიურად ეწყობა საინფორმაციო ტურები ტურისტული ოპერატორებისათვის, რაც ხელს უწყობს წყალტუბოს პოპულარიზაციასა და  ტურისტების მოზიდვას. მოეწყო ინფო-ტური ქართველი ტურ-ოპერატორების, გიდებისა და მოლაშქრეთა კლუბებისათვის - „აღმოაჩინე უცნობი წყალტუბო“.

  ტურისტულ გამოფენები   მოეწყო 5  ქვეყანაში:

•           პოლონეთში

•           ისრაელში

•           აზერბაიჯანში

•           უკრაინაში

 •          რუსეთში

 

                   არქიტექტურა და სივრცითი მოწყობა

       წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის მიმართულებით 2018 წლის ცხრა თვეში მშენებლობის ნებართვა   გაცემულია  42 ობიექტზე, ექსპლოატაციაში მიღებულია 18 ობიექტი,     

            დარეგისტრირდა 8  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა და 7 ბინას დაუდგინდა და შესაბამისად, დაურეგისტრირდათ მიწის ნაკვეთის საზღვრები.

         ხორციელდება ყველა მშენებარე ობიექტის დათვალიერება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

    საანგარიშო პერიოდში გაიცა მშენებლობის ნებართვა გაზიფიცირების გარეშე დარჩენილი სოფლების გაზმომარაგებაზე (სოფელი ბროწეულა და მუხიანი). საანგარიშო პერიოდში მშენებლობის მოსაკრებლებით ბიუჯეტში  შემოსულია 4821 ლარი.   

 

ზედამხედველობა

ზედამხედველობის მიზნებიდან გამომდინარე, 2018 წელს:

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში, ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ,  მეორადი ავტონაწილებით მოვაჭრეთა მიმართ პერმანენტულად ტარდება უკანონო გარევაჭრობისა და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები.

ზედამხედველობა ხორციელდება ყველა მშენებარე ობიექტზე, გამოვლენილია 18 სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტი,    ყველა დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომა -ჯარიმა.

მშენებარე ობიექტებზე გამოვლენილი დარღვევებით (ჯარიმა) ბიუჯეტში შემოსულია 4 900 ლარი, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით, 1 500 ლარით მეტია.

2018 წელს დღემდე დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებულია 711 იურიდიული პირი,  109 ახალი ფიზიკური პირი.

  2018 წელს დასუფთავების მოსაკრებლით ბიუჯეტში შემოსულია 129 800 ლარი, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით,  52 394   ლარით მეტია.

 

6.    მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები:

          2018 წელს  ძირითად პრიორიტეტად ინფრასტრუქტურის განვითარება და მოწესრიგება დასახელდა.  ამ მხრივ, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე, რეგიონული განვითარებისა   და მუნიციპალური განვითარების ფონდებიდან  დასრულებულია 37 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, სამუშაოები მიმდინარეობს 12 პროექტის ფარგლებში,     დაგეგმილია  კიდევ  11 პროექტის განხიორციელება.   

 

                             საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

                              (რეგიონული განვითარების ფონდიდან)

         მოსახლეობასთან კონსულტაციებისა და მათი აქტიური მონაწილეობით   შერჩეული  ყველა  პროექტი   ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას  მოიცავს :

   სოფელ საყულიაში გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაცია (ღირებულება-234998ლარი)

2 სოფელ ყუმისთავში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტო/ბეტონის საფარით (ღირებულება 344771 ლარი)

3        ქალაქ წყალტუბოში მესხის, დედაენის მე-4 და ნინოშვილის ქუჩებზე გზების ბეტონის საფარით რეაბილიტაცია ( ღირებულება 229 183ლარი)

4        ქალაქ წყალტუბოში 9 აპრილის ქუჩა  # 7,9,11,13 საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია (ღირებულებით 132 266ლარი)

5        სოფელ თერნალის პირველ და მეორე ჩიხებში გზების რეაბილიტაცია ბეტონის საფარით (ღირებულება -174734 ლარი)

6        სოფელ გუბისწყალში(გორიკას უბანი) გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით (ღირებულება  337287ლარი)

7        ქალაქ წყალტუბოს ქუჩების (ბესიკის ქუჩიდან გურამიშვილის ქუჩამდე, კეცხოველის ქუჩაზე, რუსთაველის ქ.#35-ში მუსიკალურ სკოლასთან, დუმბაძის ქუჩაზე და ლერმონტოვის ქუჩაზე) და სოფელ წყალტუბოში  იმერეთის ქუჩაზე გზების ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაცია  (495815 ლარი)

8        ქალაქ წყალტუბოში კოლხეთის ქ. #6 და #10 საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია (ღირებულება 49000ლარი)

9        წყალტუბოს მუნიციპალიტეტის  სოფლების ქვიტირისა და მუხიანის შემაერთებული გზის რეაბილიტაცია (ღირებულებით 698800)ლარი

დაიწყო და გრძელდება:

·         სოფელ თერნალში გელენიძეების, სვანების და უგულავების უბნებში გზების რეაბილიტაცია ბეტონის საფარით - 228520 ლარი;

·         წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების ოფშკვითისა და მუხიანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია ბეტონის საფარით-  495815 ლარი;

·         წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში (ახალი დასახლების და კაპანაძეების უბნებში) გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაცია  152663 ლარი;

·         წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში აღმაშენებლის ქუჩიდან სასაფლაომდე  გზის ბეტონის საფარით რეაბილიტაცია  288685 ლარი;

·             სულ მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან 15 საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად  გამოყოფილია 4405834 ლარი, რაც 800550 ლარით აღემატება ამ მიმართებით 2017 წელს გამოყოფილი დაფინანსების ოდენობას.

 (ადგილობრივი ბიუჯეტიდან)

გზების მოწყობის მიმართულებით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, უკვე დასრულებულია :

   სოფელ ფარცხანაყანევში წმ. მატრონას ეკლესიამდე,  ქალაქ წყალტუბოში ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე სასაფლაომდე, ასევე   თამარ მეფის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსებამდე მისასვლელი გზების  რეაბილიტაცია   (ჯამური ღირებულებით 106 000 ლარი)

ქალაქ წყალტუბოში ჭავჭავაძის ქ. მე-3 შესახვევში  ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები (ღირებულებით 57 777 ლარი),

  ქალაქ წყალტუბოში აღმაშენებლისა და სამაკაშვილის ქუჩების შემაერთებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები (ღირებულებით 24 998 ლარი)

 მიმდინარე მსხვილი პროექტები

გამოვყოფ მნიშვნელოვან და მასშტაბურ მიმდინარე პროექტებს:

         წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 4სოფელში  - ზედა მესხეთსა და ქვედა მესხეთში უკვე დაწყებულია გაზიციფირების სამუშაოების განხორციელება, ხოლო მუხიანსა და ბროწეულას  დასახლებაში  ამ ეტაპზე დასრულებულია სამუშაოების წარმოების ტენდერი.    პროცესის დასრულების შემდეგ   ბუნებრივი აირი  ხელმისაწვდომი იქნება ამ სოფლებში მცხოვრები  1300-ზე მეტი ოჯახისათვის.  მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს  გაზის ტრანსპორტირების კომპანია.

         სოფელ ჟონეთში, მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს,   რაც სტიქიით მიყენებულ ზიანს და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის შემთხვევებს სოფლებში რიონში, ჟონეთში, ზარათში, ოფურჩხეთში, ჯიმასტაროსა და გუმათში მნიშვნელოვნად შეამცირებს. პროექტის  ღირებულება  დაახლოებით 900 000 ლარის ფარგლებშია და მას  საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ახორციელებს შპს ,,ელიტ ბილდერ ჯგუფი“.

    ქალაქ წყალტუბოში, მიმდინარეობს ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია, რომელიც ხორციელდება მუნიციპალიტეტისა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი დაფინანსებით. მოეწყო უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი საფარი და სადრენაჟე სისტემის მონტაჟი. ადგილობრივი ბიუჯეტიდან 456 576 ლარით ფინანსდება 500 მაყურებელზე გათვლილი  მაყურებელთა ტრიბუნების დადგმის, შემორაგვის, ვიპ და პრეს ლოჟების, სველი წერტილების, მოედანთან დამაკავშირებელი ორი ხიდ - ბოგირის, სათამაშო მოედნის ირგვლივ სარბენი ბილიკის მოწყობა - რეაბილიტაციის სამუშაოები. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოედანზე შესაძლებელი იქნება საერთაშორისო მნიშვნელობის საფეხბურთო მატჩების გამართვა.

       წყალტუბოს  მუნიციპალიტეტში მუნიციპალური განვითარების ფონდი  ახორციელებს  ქალაქ  წყალტუბოს კანალიზაციის  გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, რომლის საპროექტო ღირებულება  8 778 378 ლარია. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს ან  2019  წლის გაზაფხულზე დასრულდება.

        წყალტუბოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისათვის თამარ მეფის ქუჩაზე მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2  მაღლივი საცხოვრებელი კორპუსის  მშენებლობა. სულ დაგეგმილია 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა, 560 დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით.

     საქართველოს განათლების მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით სოფელ გუმათში დასრულდა ახალი სკოლის მშენებლობის სამუშაოები პროექტის ღირებულება-  422307 ლარი

     სოფელ გუბისწყალზე დასრულდა ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედნის მოწყობა, პროექტის განსახორცილებლად სკოლის  ბიუჯეტიდან 49000 ლარი იქნა დახარჯული.

    მინი სპორტული მოედანი მოეწყო   სოფელ მეორე უბანში     სამუშაოები   ადგილობრივი ბიუჯეტიდან  27226  ლარით იქნა დაფინანსებული.

სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა   სოფელ ფარცხანაყანევში,   სოფელ გუმბრაში,   სოფელ  ბანოჯაში.

     მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების პრობლემის მოსაგვარებლად, ამ ეტაპზე დაგეგმილია სასმელი წყლის ქსელის მოწყობის საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციები  მუნიციპალიტეტის ოთხი სოფელში:  ჯიმასტაროში, ცხუნკურში, მეორე უბანში, ყუმისთავში სადრენაჟე სისტემის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს ვარციხჰესის  დასახლებაში, სადაც მოქალაქეებს წლების მანძილზე უქმნიდა დისკომფორტს კორპუსების სარდაფებში დაგროვილი წყალი. პროექტის განხორცილებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარია გამოყოფილი.

       სამელიორაციო არხის რეაბილიტაციის სამუშაოები ჩატარდა სოფელ გეგუთსა და ფარცხანაყანევში.

     დაწყებულია -სასმელი წყლის ქსელის მოწყობა სოფელ წყალტუბოში ,ხომულში,  N.14 ქუჩაზე,სოფელ თერნალში , გელენიძეების და სვანეთის უბანში.პროექტის განხორციელებისათვის გამოყოფილია 89408 ლარი.

  

       ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერა

      ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი კორპუსების სახურავების, სადარბაზოების, სარდაფების  შეკეთებისა და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების  თანადაფინანსებისათვის, მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით  ადგილობრივი ბიუჯეტიდან  200 000 ლარი გამოიყო, რაც ორჯერ უფრო მეტია  2017 წელთან შედარებით.   ბინათმესაკუთრეთათვის  წილობრივი თანამონაწილეობის პროცენტული ოდენობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს  შესაბამისი დადგენილების საფუძველზე  შევამცირეთ  20% -იდან   15%-მდე.   

დღეის მდგომარეობით 9 სხვადასხვა საცხოვრებელი კორპუსში დასრულდა სახურავებისა და სადარბაზოების  შეკეთების სამუშაოები, რასაც საერთო ჯამში 129973 ლარი მოხმარდა.

დასრულებული პროექტები

(ადგილობრივი ბიუჯეტი)

წარმოგიდგენთ იმ პროექტებს, რომელთა განხორციელებაც, ადგილობრივი ბიუჯეტით, უკვე დასრულებულია (საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის დასრულებული პროექტები უკვე ზემოთ წარმოვადგინეთ):

 ქალაქ წყალტუბოში  დასრულდა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრის მშენებლობა (ღირებულებით 67 139 ლარი)

  სოფელ თერნალში საბავშვო ბაღის მშენებლობა (ღირებულებით 108 867 ლარი)

სოფელ ქვიტირში, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა დასახლებაში, მოეწყო სანიაღვრე არხი (29 999 ლარი)

  სოფელ პატრიკეთსა და ტყაჩირში  მგზავრთა მოსაცდელები (ღირებულებით 23 246 ლარი)

  ქალაქ წყალტუბოში, ჭავჭავაძის ქუჩის მე-3 ჩიხში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის ქსელს (ღირებულებით 18 887ლარი)

  მინი-ფეხბურთის მოედანი სოფელ მეორე უბანში (23 000 ლარი)

  2017 წელს დაიწყო და 2018 წლის იანვარში დასრულდა გარე განათების  ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები  წყალტუბო-ქუთაისის საავტომობილო გზაზე (ღირებულებით 119 995 ლარი).

 

დაგეგმილი პროექტები

(ადგილობრივი ბიუჯეტი)

მიმდინარე წლის ბოლომდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგეგმილია  კიდევ   6     პროექტის განხორციელება

1          ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩაზე ფოსტის შენობის მიმდებარედ არსებული ფანჩანტურისა და სასტუმრო ,,პრომეთეს’’ წინ მდებარე შადრევნის შეკეთება

2         სოფელ წყალტუბოში ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები

3         სოფელ ყუმისთავში საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მინი სპორტული მოედნის მოწყობა

4        ქალაქ წყალტუბოში ტაბიძის ქუჩაზე და თბილისის ქუჩაზე ტრენაჟორებისა და კაუჩუკის რბილსაფარიანი მოედნის მოწყობა.

5        სოფ. ზედა მესხეთში და გეგუთში საბავშო ბაღების სახურავის შეკეთება

6        ქ. წყალტუბოში შანიძისა და ტაბიძის ქუჩების დამაკავიშირებელი კიბეების რეაბილიტაცია.

7        ქ.წყალტუბოში თამარ-მეფის ქუჩაზე საერთო საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი გზები.

გამოცხადებულია კონკურსი ქალაქ წყალტუბოს შემოსასვლელში განსათავსებელი აბრის პროექტზე.

მერის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულ იქნა სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის რეაბილიტაცია სოფელ მამაწმინდაში ( 39998 ლარი)

დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მიწისქვეშა კოლექტორის აღდგენითი სამუშაოები-10 343 ლარი.

მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერის მიერ ინიცირებული საკითხები:

ინიცირებული საკითხებიდან მიღებულ იქნა  38  დადგენილება და  62 განკარგულება.

  მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რაოდენობა შეადგენს 2911-ს.

მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში ხელმოწერილია ოთხი მემორანდუმი.

1.     წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიასა და საერთაშორიოსო სოლიდარობის ფონდს შორის (23.07.2018), რომლის მიზანია მოსახლეობის ჩართვა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, პრიორიტეტების განსაზღვრა და შესაბამისი პროექტების განხორცილება.

 2.       საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტს შორის (21.02.2018) თვითმმართველობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის დაგეგმისა და განხორციელების თაობაზე.

 3.    წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და  შპს   ,,იმპექსს’’  შორის (5.02.2018) წყალტუბოს კომპლექსური განვითარებისა და რესურსების გამოყენების შესახებ.

 4.     წყალტუბოს მუნიციპალიტეტსა და  შპს ,,იმპექსს’’ შორის კოპიტნარის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობის შესახებ.

მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა შეადგენს 2450-ს და შეხვედრებზე მონაწილე მოქალაქეთა რაოდენობა - 5000-ს.

  7.    მოქალაქეთა პრობლემებზე მერის მიერ რეაგირების ფორმები (მათ შორის, დადებითად გადაწყვეტილი საკითხები):

მოქალაქეთა პრობლემებზე რეაგირება ხდება იმ პროგრამებისა და პროექტების მიხედვით, რომელიც მერიამ შეიმუშავა საქმიანობის სხვადასხვა სფეროში. სოციალური დახმარების, ჯანდაცვის პროგრამები, ასევე, სარეზერვო ფონდიდან გაცემული დახმარებები. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხდება მოქალაქეთა განცხადებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის გზით. მერიის მხრიდან, საჭიროების შემთხვევაში,  ხორციელდება შუამდგომლობა სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო  კომპანიებთან, კონკრეტული პრობლემის მოგვარების მიზნით.

 

                                     II.  მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა

    საანგარიშო პერიოდში განვითარდა საერთაშორისო ურთიერთობები, წყალტუბოს დამეგობრებული ქალაქების რიცხვს შეემატა სენტგოტჰარდი (უნგრეთი), უნგრეთში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაცია.

მეგობარ ქალაქებთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით, დელეგაციები მოწვეულ იქნენ წყალტუბოს ტრადიციულ სახალხო ზეიმზე, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალს და სხვადასხვა ღონისძიებას. დღესასწაული მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება. წელს წყალტუბოს სტუმრობდა ლატვიის ქალაქ სალდუსის დელეგაცია და ფოლკლორული ანსამბლი, უნგრეთის ქალაქ სენტგოტჰარდის დელეგაცია, უნგრეთის საპატიო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.

ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ახალგაზრდული ფესტივალი, რომელშიც იმერეთის მხარის 7 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები  მონაწილეობდნენ.

 

 

შევსების თარიღი     18.10.2018

წარდგენის თარიღი   31.10.2018