ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ მუხიანში მრავალწლიანი ხეხილის ბაღები, სოფელ ფარცხანაყანევში კი სათევზე მეურნეობა დაათვალიერეს..

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ მუხიანში მრავალწლიანი ხეხილის ბაღები, სოფელ ფარცხანაყანევში კი სათევზე მეურნეობა დაათვალიერეს..

    წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პაატა ახალაძემ სოფელ მუხიანში მრავალწლიანი ხეხილის ბაღები, სოფელ ფარცხანაყანევში კი სათევზე მეურნეობა დაათვალიერეს.

    სოფელ მუხიანში დავით ნიჟარაძემ მრავალწლიანი ხეხილის ბაღების გაშენება წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო, ამჟამად 16 ჰექტარზე გაშენებულ მეურნეობაში ყოველდღიურად ათობით ადგილობრივია დასაქმებული, მოსავლის აღების დროს კი მათი რიცხვი იზრდება.

    ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ ფარცხანაყანევში ცენტრალურ მაგისტრალზე გაშენებულ სათევზე მეურნეობა შპს "ოქროს ტბას" ესტუმრნენ, რომელიც 5 წელია, არსებობს და ვითარდება. თევზჭერა, დასვენება და სპინინგი ამ ადგილის მთავარი დანიშნულებაა.

    სოფლის მეურნეობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომლის განვითარების ტენდეცია ბოლო წლებში აშკარად შეინიშნება, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამებში ჩართვას წყალტუბოელი ფერმერები და მეწარმეებიც აპირებენ.