საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი წყალტუბოში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი წყალტუბოში.

     საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი წელს განსხვავებულად აღინიშნა წყალტუბოში. მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი, შეკრებილებმა პატივი მიაგეს იმ მამულიშვილების ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლას შესწირეს თავი.
   ანსამბლმა ,,ნადურმა’’ სიმბოლურად შეასრულა საქართველოს ჰიმნი. დღეს კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება 102 წლის წინ მოპოვებული თავისუფლების დაცვის, ქვეყნის წინსვლის, გაერთიანებისა და განვითარების მნიშვნელობაზე.
''26 მაისი ქართველი ერის ცნობიერებაში ყველაზე განსაკუთრებული დღეა, საუკუნეების განმავლობაში არაერთი თაობა იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, ამ გზაზე ბევრი გმირული ისტორია დაიწერა, ბევრი სისხლი დაიღვარა, მაგრამ შევძელით ჩვენი თვითმყოფადობისა და თავისუფლებისა დაბრუნება, სწორედ ამიტომ ეს დღე უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს. მეამაყება, რომ 102 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელი აქვს მოწერილი, ჩვენს თანამემამულეს, სოფელ ფარცხანაყანევში გაზრდილს, ფილოსოფოსს და ისტორიკოსს შალვა ნუცუბიძეს. 26 მაისი ქართველი ერის მონაპოვარია, რომელსაც ჩვენი ერთიანობა, ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა სჭირდება''- განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.