წყალტუბოში ორი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

წყალტუბოში ორი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

    წყალტუბოში ორი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, სოფელ გეგუთში საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოებს დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერთან გრიგოლ იოსელიანთან ერთად გაეცნო.
    სოფელ გეგუთში სკოლის მშენებლობის პროექტი პანდემიის მიუხედავად გრძელდება, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 534 000 ლარია გამოყოფილი, ამჟამად ბეტონის საფარით ეწყობა საძირკველი, პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 240 მოსწავლეზე გათვლილი, ორსართულიანი შენობის აშენებასა და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას.
  ,,სოფელ გეგუთსა და სოფელ წყალტუბოში ახალი სკოლების აგება იყო ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რომელიც დადებითად გადაწყდა. ჯამში 7 მილონ ლარზე მეტი იხარჯება, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს წყალტუბოში 12 საჯარო სკოლას ჩაუტარდება ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები და მილიონ ლარამდე დაიხარჯება’’-აღნიშნა გრიგოლ იოსელიანმა’’
  სოფელ გეგუთსა და სოფელ წყალტუბოში სასწავლო პროცესი შენობების ავარიულობისა და დემონტაჟის გამო, კერძო სახლებსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ფართებში მიმდინარეობდა. აღნიშნულ სოფლებში სკოლების მშენებლობას წლების განმავლობაში ითხოვდნენ ადგილობრივები. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ სკოლებში, რომლებიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე, სწავლა 2020 -2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან დაიწყება, კეთილმოეწყობა სკოლების ეზოები და გაკეთდება ღია ტიპის სპორტული მოედნები.