სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება.

    წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი მოადგილესთან ზურაბ მაისურაძესთან ერთად 9 აპრილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო.

  "ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს, დაიწყო წყალტუბო-ლენტეხი-ლასდილის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის 4 კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს გზის მოასფალტებას, ბორდიულების, ტროტუარების, გაზონებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას, ამ პროექტის ფარგლებში წყალტუბოში მთლიანად იქნება რეაბილიტირებული 9 აპრილის ქუჩა, რომელიც ქალაქში მოსახლეობის რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალია და ნადვილად საჭიროებდა განახლებასა და კეთილმოწყობას", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა.

   პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით შპს "პალადა" ახორციელებს, მისი ღირებულება ორი მილიონ 900 000 ლარია.