თათბირი მერის წარმომადგენლებთან.

თათბირი მერის წარმომადგენლებთან.

  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი და მიწის რეგისტრაციის პრობლემური საკითხების განხილვა იყო.

  "როგორც ცნობილია, კანონში შევიდა ცვლილებები მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ამ მხრივ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მერის წარმოამდგენლებს აკისრიათ, ამიტომ მუდმივი კომუნიკაცია და კოორდინირებული მუშაობა არის საჭირო, რომ ყველაფერი ხარვეზების გარეშე წარიმართოს“, - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

  თათბირზე ასევე სოფლებში სამედიცინო ამბულატორიების საკითხები განიხილეს. როგორც აღინიშნა, რამდენიმე სოფელში უნდა ჩატარდეს სარემონტო სამუშაოები და დაზუსტდეს ფართების სარეგისტრაციო საკითხები.

  თათბირს მერის წარმომადგენლებთან მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე და მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი ესწრებოდნენ.