«წყალტუბოში ოტია იოსელიანის ბიუსტი გაიხსნა».

«წყალტუბოში ოტია იოსელიანის ბიუსტი გაიხსნა».

    იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, პირველ მოადგილესთან იოსებ ხახალეიშვილთან, წყალტუბოს მერთან გრიგოლ იოსელიანთან, მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ზურაბიანთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან პაატა ახალაძესთან ერთად ცნობილი ქართველი კლასიკოსი მწერლის ოტია იოსელიანის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა.
ეს არის პირველი ძეგლი, რომელიც ქართული მწერლობის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს მშობლიურ ქალაქში დაუდგეს.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები, ცნობილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები: ივანე ჯაფარაძე, გიზო თავაძე, ზალიკო ებანოიძე და მწერლის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ბიუსტის გახსნის ცერემონიალთან დაკავშირებით ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტის'' ორგანიზებით ლიტერატურული პერფომანსი გაიმართა. ანსამბლმა ,,ნადურმა’’ შესრულა ქართული სიმღერები. მწერლის დაბადებიდან 90 წლის იუბილე სიმბოლურად აღინიშნა.
ბიუსტის დადგმის იდეა მუნიციპალიტეტის მერს გრიგოლ იოსელიანს ეკუთნის, მის დასამზადებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28321,18 ლარი დაიხარჯა და ტენდერში გამარჯვებულმა "დეკორაციებისა და ქანდაკებების სახლმა" შექმნა.