წყალტუბოში ოლიმპიზმისა და სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

წყალტუბოში ოლიმპიზმისა და სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

     წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიისა და იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ წყალტუბოში ოლიმპიზმისა და სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

   სპორტულ ღონისძიებაში ა(ა)ი.პ "სპორტული კლუბების გაერთიანების" ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა ევრო ოლიმპიადის ჩემპიონ იაკობ ქაჯაიასთან ერთად მიიღეს მონაწილება.

   გარბენის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და მოადგილემ ალექსანდრე დადუნაშვილმა გადასცეს.

   ღონისძიება მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.