წყალტუბოში, დევნილთა დასახლებაში, მალე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.

წყალტუბოში, დევნილთა დასახლებაში, მალე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.

    წყალტუბოში, დევნილთა დასახლებაში, მალე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.

   ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა და საქართველოში ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ მოაწერეს ხელი.

   მემორანდუმის თანახმად, ინფრასტრუქტურული პროექტის საერთო ღირებულება 210 000 ევროს ფარგლებში განისაზღვრება და მოიცავს როგორც საბავშვო ბაღის შენობის აგებას, ასევე მის ინვენტარით უზრუნველყოფას.

  დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ივლისში დაიწყება და 2021 წლის 30 აპრილს დასრულდება.

  პროექტში ჩართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, როგორც გრანტის მიმღები და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი KfW, როგორც დამფინანსებელი.

  ’’წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა იყო ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, საკითხის დადებითად გადაწყვეტა ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლების დახმარებით, მათთან თანამშრომლობითა და კონსულტაციებით გახდა შესაძლებელი, აღნიშნულ დასახლებაში დევნილთა 352 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ ადგილზე საბავშვო ბაღის გახსნას", - განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.

  წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად ყველა საჭირო სამართლებრივი დოკუმენტის მომზადება, ბაღის შენობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.