(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

ავტომაგისტრალზე გადაადგილება თავისუფალია

9/03/2018

9 მარტს, გვიან ღამით გუმათჰესი-რიონის ბეტონის გზის მონაკვეთზე მეწყერის ჩამოწოლამ საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეწყვეტა გამოიწვია. პრობლემის აღმოფხვრის პროცესში ოპერატიულად ჩაერთო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობა რიონის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად. დილით შესაბამისი ტექნიკა უკვე მობილიზებული იყო სტიქიის მონაკვეთთან. თვითმმართველობის პირველი პირების უშუალო ხელმძღვანელობით გზის აღნიშნულ მონაკვეთზე განხორციელდა გაწმენდითი სამუშაოები და ამჟამად ავტომაგისტრალზე გადაადგილება თავისუფალია ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებისათვის.