(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

ქალაქ წყალტუბოში გზებზე ჭკვიანი კამერები განთავსება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო გამოეხმაურა მოსახლეობის მხრიდან წამოჭრილ პრობლემულ საკითხს - ქალაქ წყალტუბოში, მოედნებზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილების მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევის და ამის გამო, ღამის საათებში დაშვებულზე მაღალი სიხშირის ხმაურის თაობაზე.ამ საკითხის შესწავლის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე პაატა ახალაძე და მონიტორინგის ჯგუფის წევრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ზვიად სვანიძეს შეხვდნენ. გზის პრობლემურ მონაკვეთებზე იგეგმება საპტრულო კონტროლის გამკაცრება და ჭკვიანი კამერების დამონტაჟება, წლის ბოლომდე გათვალისწინებულია 90-მდე ჭკვიანი კამერის განთავსება.