(+995) 599 359017
info@tskaltubo.gov.ge

წყალტუბოს საკრებულოს წევრები ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ

13/03/2018

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მერის მოადგილემ ზურაბ მაისურაძემ მიაწოდა.

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკვე დასრულებულ პროექტებს, მათ შორისაა, ინოვაციური ტექნოლოგიების ცენტრი ქალაქ წყალტუბოში, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყებს ფუნქციონირებას და აღიჭურვება შესაბამისი ტექნიკით. 

მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და პრიორიტეტები დასახეს. 

2018 წლის მანძილზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქალაქსა და სოფლებში, ძირითადად, რეკრიაციული ზონების მოწყობის, გზებისა და ცალკეული შენობების რეაბილიტაციის პროექტების განხორციელება, სასმელი წყლისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემების,  სპორტული ინფრასტრტუქტურის მოწესრიგება იგეგმება.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში პერმანენტულად გაგრძელდება მუშაობა, განიხილება პრიორიტეტები და კონკრეტული პროექტები.