მთავრობის წარმომადგენლები წყალტუბოში

მთავრობის წარმომადგენლები წყალტუბოში

იმერეთის მხარის ახლადდანიშნული გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე წყალტუბოს ბალნეოკურორტითა და ინფრასტრუქტურით დაინტერესდა.
იმერეთის გუბერნატორმა წყალტუბოში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან მაია ცქიტიშვილთან ერთად, კურორტის ცენტრალური პარკი და დევნილთა საცხოვრებელი ბინების მშენებლობა დაათვალიერა. 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ინფრასტრუქტურის მინისტრს კურორტის პოტენციალზე და ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმაზე ესაუბრა.
„ჩვენ ვცდილობთ ინვესტორები დავაინტერესოთ წყალტუბოს უნიკალური პოტენციალით. გვაქვს შესანიშნავი პარკი და სამკურნლო წყალები. მთავრობის ხელშეწყობით ინტენსიურად ვმუშაობთ ამ საკითხებზე“- აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა. 
სტუმრებმა წყალტუბოს მერთან ერთად, დევნილთა ახალი კორპუსების მშენებლობა დაათვალიერეს.
შეგახსენებთ, რომ დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 70-ბინიანი რვა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორი კორპუსის მშენებლობა . 
პროექტის მთლიანი ღირებულება 40 მილიონ ლარზე მეტია. პროექტის დასრულების შემდეგ 140 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.