წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ,  წყალტუბოს  თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა გრიგოლ ივანეიშვილმა მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა.

გრიგოლ ივანეიშვილმა სოფელ წყალტუბოსა და ქვილიშორის მოსახლეობის პრობლემების შესახებ მოისმინა და უფლებამოსილების ფარგლებში, მათ მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

მოსახლეობის მხრიდან ძირითად პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარება, კერძოდ კი – სასმელი წყლით მომარაგება და შიდა გზების მოწესრიგება დასახელდა.