წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი წარმართავდა. 
სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 დეკემბრის N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 ნოემბრის N52 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3 ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
4. საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის N46 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბეჭდებზე უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ. 
7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’-ს შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N141 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
8. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გიორგი შუბლაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. 
9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,, წყალტუბოს მომავლისათვის’’ შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახებ’’ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N142 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
სხდომას ესწრებოდნენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე.
სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.