იმერეთის გუბერნატორი წყალტუბოს მერს შეხვდა

იმერეთის გუბერნატორი წყალტუბოს მერს შეხვდა

წყალტუბოში გასვლითი შეხვედრა  იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ გამართა. გუბერნატორმა შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების როლზე გაამახვილა ყურადღება.

,,ჩვენ უნდა ვემსახუროთ ხალხს. მოსახლეობა იმედის თვალით გვიყურებს და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, მათი ნდობა რომ გავამართლოთ. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე თითოეულ მერსა თუ საკრებულოს წევრზე მოქალაქეებმა არჩევანი მხოლოდ იმიტომ გააკეთეს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინი აქვთ. მე გთავაზობთ საქმის კეთებას ერთად, გუნდურად, ხარისხიანად და მაღალი პასუხისმგებლობით. მზად ვარ ვიმუშაო 24 საათიან რეჟიმში და ხელი შევუწყო ამ რეგიონის განვითარებას''- აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა 2018 წლის 8 თვის მანძილზე განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.