წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა ახალაძე წარმართავდა.

სხდომაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი საკითხები:

1.      წყალტუბოსმუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თენგიზ გოგელიას უფლებამოსილების ცნობის შესახებ.

2.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ თანამშრომელთა სამუშაო პირობების, შინაგანაწესის დაცვის, ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.

3.      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „წყალტუბოს მომავლისათვის“ შექმნის, შემადგენლობისა და წესდების დამტკიცების შესახებ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N 36 142 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

4.      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 ნოემბრის N 36 148 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

5.      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა (საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე) მიერ სამსახურებრივი ავტომანქანის, ასევე ავტომანქანის სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით გამოყენებისათვის საწვავის ლიმიტის განსაზღვრის შესახებ.

6.      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე განპიროვნებული და სამორიგეო ავომობილებისათვის გამოყოფილი ყოველთვიური საწვავის ლიმიტის განსაზღვრის შესახებ.

7.      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

8.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

9.      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით – იჯარით გადაცემისას ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

10.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) კუბ.მ. საშეშე მერქანის გადაცემის შესახებ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 29 ივნისის N 36 114 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.

11.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

12.  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის“ მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

13.  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობის ანგარიში.

სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.