წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, წყალტუბოს თემის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ივანეიშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.
გრიგოლ ივანეიშვილი ამჯერად, იმერეთის ქუჩისა და სოფელ ჩუნეშის მოსახლეობას შეხვდა. ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს და უფლებამოსილების ფარგლებში, მათ მოგვარებაში მხარდაჭერა აღუთქვა.
შეხვედრისას მოსახლეობის მიერ გამოიკვეთა ძირითადი პრობლემები კერძოდ, გზების მოწესრიგება, გარე განათება და გაზიფიცირება.