სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში არჩევნები ტარდება

სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში არჩევნები ტარდება

პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი წყალტუბოში“ არჩევნებისთვის ემზადება. როგორც ცნობილია, ქალაქი სამ ზონად დაიყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 150 000 ლარი სამივე ზონაზე თანაბრად გადანაწილდა. თუმცა მეორე ზონაზე განსაკუთრებით მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ამ ზონაზე მოსახლეობამ 10 პროექტი წარადგინა, რომელთა საერთო ღირებულება 50 000 ლარს ცდება (170000 ლარია). სამოქალაქო ბიუჯეტირების პრაქტიკიდან გამომდინარე საჭირო გახდა არჩევნების ჩატარება, შესაბამისი ღირებულების ფარგლებში. „ ზონის მოსახლეობამ არჩევნების პრინციპით უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი პროექტი ათბალიანი სისტემით. პროექტების რაოდებას ქულების მიხედვით განვსაზრვავთ,“ - განმარტა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა - მაჟორიტარმა დეპუტატმა ლაშა კაკრიაშვილმა. არჩვნები ხვალ - 7 სექტემბერს მე-2 საჯარო სკოლის შენობაში გამართება. უკვე ჩატარდა ზონის მოსახლეობის შეკრება, რის შედეგადაც არჩევნების სამკაციანი კომისია დამტკიცდა. დაიბეჭდა ბიულეტენები და არჩევნების მარტივი პრინციპით გამარჯვებული პროექტები გამოვლინდება. როგორც ზონის კოორდინატორი - ელენე კრავცოვა ამბობს, მეორე ზონა მოსახლეობის მრავალრიცხოვნობით გამოირჩევა და აქტივობასაც ელოდებიან. აჩევნების ჩატარების მსგავსი პარაქტიკა საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში დაინერგა და ამჯერად წყალტუბოში ხორციელედება. პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა“ თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო დახმარების პროგრამის ფარგლებში - "დემოკრატიის ხელშეწყობა". წყალტუბოში პროგრამის განხორციელების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ფინანსისტთა ასოციაცია.არჩევნებისთვის კომისიის წევრთა შერჩევა