აუქციონი პარკში კაფე-ბარის იჯარით გაცემის თაობაზე

აუქციონი პარკში კაფე-ბარის იჯარით გაცემის თაობაზე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს:
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით
სარგებლობაში გადაცემისათვის:
ა) სარგებლობის უფლებით იჯარით გასაცემი ობიექტების დასახელება:
უძრავი ქონება - კაფე-ბარის შენობა (განაშენიანების ფართი 398.0 კვ.მ.) და მასზე
დამაგრებული 5730.0 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დნიშნულების მიწის ნაკვეთი, საპირფარეშო (1
ერთეული) განაშენიანების ფართი 54 კვ.მ, მდებარე ქალაქ წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა,
ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე. (ს/კ 29.08.34.091)
ბ) საწყისი წლიური საიჯარო ქირა:-10 336
გ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა:--3100,8 ლარი.
დ) ბიჯის სიდიდე:- -1033,6 ლარი.
ე) იჯარის ვადა: 5 (ხუთი) წელი
1. სააუქციონო პირობები:
აუქციონში გამარჯვებული (მოიჯარე) ვალდებულია:
ა) უძრავი ქონება: კაფე-ბარის შენობა და საპირფარეშო გამოიყენოს დანიშნულებისამებრ
ხელშეკრულების გაფორმების დღიდან და უზრუნველყოფილ იქნას საპირფარეშოს
ოცდაოთხსაათიანი ფუნქციონირება.
ბ)საკუთარი საშუალებებითა და ხარჯებით უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით
განსაზღვრულ შემთხვევაში სააუქციონო პირობების შესრულების მიზნით განსახორციელებელი
ქმედებებისათვის საჭირო ნებართვის ან/და ლიცენზიის ან სხვა უფლების მოპოვება.
გ) იჯარით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ დაკავებული ტერიტორია
მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში.
დ) განახორციელოს აღნიშნული ობიექტებისა და მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მოვლა-
პატრონობა, დაცვა.
ე)გადაიხადოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადი.
აუქციონში გამარჯვებულს (მოიჯარეს) ეკრძალება:
ა) იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის (მიწის
ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი) განთავსება.
ბ) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შეთანხმების გარეშე იჯარით გადაცემული მიწის
ნაკვეთის ნებისმიერი სახით შემოღობვა.
2. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი:
1. ელექტრონული აუქციონის ფორმით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის
უფლებით ქონების შემძენი შეიძლება იყოს - ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული
პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ან
საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია;
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე,
იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მათზე თანხმობის
გაცხადება;
გ)საბანკო დაწესებულების მეშვეობით, აგრეთვე „ინტერნეტბანკინგის“, საბანკო პლასტიკური
ბარათისა და სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით, ,,ბე’’-ს გადახდა ან უპირობო და
გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად).
3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს
რამდენიმე ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა
წარადგინოს/გაააქტიუროს (ელექტრონულად) ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული
საპრივატიზაციო ქონებისთვის ცალ-ცალკე.
4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, ზემოაღნიშნული პუნქტებით
განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებისა და საწყის საფასურზე ბიჯის დამატების
შემთხვევაში, იძენს ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსს.
5. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.
6. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.
7. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი შესაბამის ვებ-გვერდზე გამოცხადების
მომენტი.
8. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელსაც სურს საწყისი საფასურიდან დაიწყოს
ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის
დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე
მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება
გაყიდულად ელექტრონული აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც, ონლაინ რეჟიმში,
ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის, შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
9. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს ელექტრონული
აუქციონის ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ
ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება 2 წუთით, დასრულების მითითებული მომენტიდან. თუ ამ
დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით,
სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი
ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება
საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი.
10. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე ნებისმიერ
დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ,,ბე’’ ან წარადგინოს/გაააქტიუროს (ელექტრონულად)
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ,,ბე’’-ს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო
გარანტიის წარდგენა /გააქტიურება (ელექტრონულად), განხორციელებულად ჩაითვლება იმ
შემთხვევაში, თუ გადახდა და წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად) შესაბამის სისტემაში,
აისახება ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე.
11. ვაჭრობის დასრულებისას, გამარჯვებულსა და ელექტრონული აუქციონის სხვა მონაწილეებს,
ელექტრონული გზით, გაეგზავნებათ ინფორმაცია ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებ,
რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
12. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს, ელექტრონული გზით, ეცნობება წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის თარიღი და
პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
13. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო
გარანტია დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
14. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის
მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, თუ:
ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში,
სრულად არ გადაიხადა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.
15. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ,,ბე’’-ს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის
გადახდა, ასევე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო
დაწესებულებაში, ,,ინტერნეტ ბანკინგის’’ საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათით და
აუქციონატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებებით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო
გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად) ასევე, წარდგენის
საშუალებით.
16. ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებ-გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია
ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე, ,,ბე’’-ს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო
გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელის, ლოტის
(ლოტის სრული ღირებულების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელების და
ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით.
17. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ,,ბე’’ -ს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის
გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე
მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა ხორციელდება ამ წესის
გათვალისწინებით, აუქციონატორის მიერ განსაზღვრული წესით, საბანკო დაწესებულებაში,
,,ინტერნეტ ბანკინგის’’ საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ
შეთავაზებული სხვა საშუალებებით.
18. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლების შემძენის მიერ გადახდილი
მუნიციპალიტეტის ქონების ღირებულება ირიცხება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
19. გარიგებათა გაფორმების წესი და მყიდველის პასუხისმგებლობა განისაზღვრება
,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის
საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი
საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014
წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების შესაბამისად.
3.აუქციონის დაწყებისა და დასრულების დრო
აუქციონი იწყება 2018 წლის 5 სექტემბერს 1400 სთ და სრულდება 2018 წლის 14 სექტემბერს
1400 სთ.
4. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს საკონტაქტო ინფორმაცია:
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია. ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა N25. 591059013
5. მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია:
დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის
საკურებაში არსებულ ობიექტს.