საქ.სტატის და UNICEF - ის ერთობლივი კვლევა 20 სექტემბრიდან იწყება

საქ.სტატის და UNICEF - ის ერთობლივი კვლევა 20 სექტემბრიდან იწყება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში (UNICEF) -ი, 2018 წლის 20 სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ატარებს კვლევას ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შესაფასებლად.

კვლევის შედეგად, საქართველოში შეგროვდება ხარისხიანი და საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები სხვადასხვა სფეროში ქალებისა და ბავშვების შესახებ.

კვლევა ასევე მოიცავს 2-დან 8 წლამდე ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას.

კვლევის შედეგები, მათ შორი ტყვიის შემცველობის შესახებ, ხელმისაწვდომი გახდება 2019 წლის გაზაფხულზე.

კვლევის ფარგლებში შეგროვდება მნიშვნელოვანი მონაცემები გარემოს დაცვაზე, განათლებაზე, ინფრასტრუქტურაზე, ჯანდაცვაზე, ბავშვთა განვითარებაზე, შეზღუდულ შესაძლებლობებზე, დევნილებსა და ეროვნულ უმცირესობებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა გენდერულად სენსიტიურ თემებს:

ადრეული ქორწინება, ქალთა ჯანმრთელობა და ა.შ.

მრავალინდიკატორული კვლევის დასაწყისში, სექტემბერ-ოქტომბერში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და გაეროს ბავშვთა ფონდი,  გეგმავენ პრეს-კონფერენციებს და შეხვედრებს საზოგადოებასთან, შეხვედრების მიზანია კვლევის მიმართ ნდობა და მონაწილეობისთვის მოტივაციის ამაღლება.