გეგმიური ბიუროს სხდომა

გეგმიური ბიუროს სხდომა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში გეგმიური ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი უძღვებოდა.

საკრებულოს წევრებმა ბიუროს სხდომაზე ის საკითხები განიხილეს, რომლებიც მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით იქნება გათვალისწინებული.

კერძოდ, საკრებულოს წევრები მორიგ სხდომაზე მოისმენენ შემდეგ საკითხებს:

1.      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

2.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ თანამშრომელთა სამუშაო პირობების, შინაგანაწესის დაცვის, ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის თაობაზე.

3.      წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

4.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ 2018 წლის I-II კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.

5.      არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრის“ მიერ 2018 წლის I-II  კვარტალში გაწეული მუშაობის შესახებ.