წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მსოფლიო დასუფთავების აქციას შეუერთდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მსოფლიო დასუფთავების აქციას შეუერთდა

#საქართველონარჩენებისგარეშე

#წყალტუბონაარჩენებისგარეშე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი  მსოფლიო დასუფთავების დღეს  (World Clean Up DAY) შეუერთდა.

 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით დასუფთავების მასშტაბურ აქციაში მუნიციპალიტეტში არსებული ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია ჩაერთო.

აქციაში 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. დასუფთავდა ჯერ კიდევ უცნობი, ტურისტული პოტეციალის მქონე ობიექტები და ქალაქის ტერიტორია.

 მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წამომადგენლებმა სოფელ ხომულში ე.წ. „დუქნის წყაროს“  ტერიტორია დაასუფთავეს.

„დუქნის წყარო“,  „თეთრ მღვიმესთან“ ძალიან ახლოს მდებარეობს, ამიტომ თავისუფლად შესაძლებელია ამ ობიექტის ათვისება და ტურისტებისთცის მიმზიდველ ტერიტორიად ქცევა.“ - აღნიშნა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

მსოფლიო დასუფთავების დღის იდეა 10 წლის წინ ესტონეთში გაჩნდა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 4% გამოვიდა გარემოს დასასუფთავებლად. სწორედ ამან მისცა დასაბამი მსოფლიო სამოქალაქო მოძრაობას Let’s Do It World, რომელმაც ქვეყნები გააერთიანა ერთი მიზნის გარშემო–შევინარჩუნოთ სუფთა გარემო.