მუხიანის თემის მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობას შეხვდა

მუხიანის თემის მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობას შეხვდა

მუხიანის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ფუთურიძე სოფელ უკანეთის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს.

პრობლემა, რომელიც მოსახლეობისათვის პრიორიტეტული იყო, მაჟორიტარი დეპუტატის ჩართულობით მოგვარდა.

„სოფელ უკანეთის მოსახლეობის ძირითად პრობლემას ენერგომომარაგებასთან დაკავშირებული საკითხები წარმოადგენს. „ენერგო - პრო ჯორჯიას“ ჩართულობით, რამდენიმე დღეში დაიწყება ელექტროქსელის რეაბილიტაცია და პროცესის დასრულებისთანავე ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიას შეუფერხებლად მიიღებს“ - განაცხადა ზურაბ ფუთურიძემ.